რას ნიშნავს ევროპული პერსპექტივა - თემურ ბასილიას განმარტებები

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თემურ ბასილია: „ხაზგასმით ვამბობ, რომ საქართველოს ომში ჩაბმა ევროკავშირსა და აშშ-დან არავის მოუთხოვია!“

რას ნიშნავს ევროპული პერსპექტივა საქართველოსთვის? რატომ „დაშალეს“ ევროპარლამენტარებმა ეგრეთ წოდებული „ასოცირებული ტრიო“ - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა- და რატომ მიანიჭეს უპირატესობა ანუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას? თემაზე სასაუბროდ, ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში, ანალიტიკოს თემურ ბასილიას აშშ-ში დავუკავშირდით. მიზეზი მარტივია, 90-იანი წლების დასაწყისში, ბატონი თემური საქართველოს მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, შემდეგ - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ბოლოს კი პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში. ცხადია, ევროპულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის უდიდესი გამოცდილება აქვს, შესაბამისად, მასზე უკეთ ვერავინ ახსნის, შესაძლებლობის რა ფანჯარა გაგვიხსნეს ევროპარლამენტარებმა ევროკავშირის წევრობისკენ სავალ გზაზე.

- ბატონო თემურ, რას ნიშნავს ევროპარლამენტარების 17 ივნისის გადაწყვეტილება, პერსპექტივის გახსნაა, თუ პირიქით, უკან დახევა?
- არა, უკან არ დაგვიხევია, რადგან პერსპექტივის გახსნა წინგადადგმული ნაბიჯია. აქამდე არასოდეს ყოფილა გამოცხადებული ევროკავშირის მხრიდან, რომ იგივე, მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს ანუ აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან - ამ სამსევროპული პერსპექტივა ჰქონდა. ამდენად, თუ ამ მხრივ შევაფასებთ, ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია,მაგრამ მოლოდინი და სურვილი იმისა, რომ საქართველოსაც ჰქონოდა ის სტატუსი, რაც მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს, ობიექტური გახლდათ. ბოლოს და ბოლოს, საქართველო ნამდვილად არ არის არცერთი მაჩვენებლით არც მოლდოვაზე და არც უკრაინაზე უკან,თუნდაც, იგივე კორუფციის მაჩვენებლით ან მმართველობის სისტემით.
- მაშინ, რა მოხდა?
- სამწუხაროდ, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ხელისუფლების წარმომადგენელთა რიტორიკულმაგანცხადებებმაბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა და ეს ერთ-ერთი ფაქტორი გახლავთ, რის გამოც საქართველო მოლდოვასა და უკრაინისგან გამოაცალკევეს. როგორი ცუდიც არ უნდა ყოფილიყო, ვფიქრობ, შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლა არასწორი ნაბიჯი იყო. თუ იმ ხელშეკრულებაში ბევრი რამ არასწორი, მით უმეტეს, არაკონსტიტუციური იყო, მაშინ თავიდანვე არ უნდა მოეწერათ ხელი. თუ ეს მართლაც ასე იყო ანუ ხელშეკრულებაში მართლაც არაკონსტიტუციურიპუნქტები იყო შეტანილი, ძალიან მარტივად შეიძლებოდა ამის ახსნა უცხოელი პარტნიორებისთვის. პირადად, მე, იგივე, ბრიუსელთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას არაერთი შემთხვევა მქონია, რომ თუ პრობლემა გაქვს და აუხსნი პარტნიორს, ამასაუცილებლად ითვალისწინებენ. პრაქტიკაში ისეთი შემთხვევაც მქონია, რომ შეთანხმება დოკუმენტურად არ გაგვიფორმებია, სიტყვიერად შევთანხმებულვართ, მაგრამ სიტყვიერ შეთანხმებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც შეთანხმებიდან გადიხართ, ეს პარტნიორში მაინც და მაინც დადებით განწყობას არ იწვევს და თქვენს იმიჯსაც აზარალებს.
- გასაგებია, რომ კარი არ მოგვიხურეს, ქვეყანას ევროპული პერსპექტივა გაუხსნეს დაშესასრულებელი რეკომენდაციებიც გაგვიწერეს, მაგრამ17 ივნისის შემდეგ, ძალიან ბევრი, სერიოზული ადამიანი ქილიკობს და ევროპულ პერსპექტივას „მაპზე უკეთესს“ უწოდებს... რამდენად რეალურია საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირისკენ სავალ გზაზე?
- არ შეიძლება საკითხის ასე დასმა, რადგან თუ ადამიანები ამას მართლაც სერიოზულად განიხილავენ, გამოდის, თითქოს, ევროკომისია, ევროგაერთიანება ან ევროპარლამენტი არასერიოზულ ადამიანთა კრებულია, რომლებიც რაღაცას გვპირდებიან?!ეტყობა, ამ ადამიანებს არასდროს ჰქონიათ ურთიერთობა არც ბრიუსელთან და არც საერთაშორისო ორგანიზაციებთან. არასერიოზული და არაკომპეტენტურია ასეთი მოსაზრების გავრცელება. არ ვიცი, საკითხს ასე ვინ სვამს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც იცნობენ საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის პრინციპებს, არ მგონია, უპასუხისმგებლო ჭორაობით იყვნენ დაკავებულნი.
- მეც მეუხერხულება კითხვის ამ ფორმით დასმა, მაგრამ საზოგადოებაში ასეთი განწყობაა. გასაგებია, რომ ეს რუსული ნარატივია, რადგან ოკუპანტი ქვეყანა ცდილობს, საქართველოს ევროპული პერსპექტივა ქილიკის საგნად აქციოს და ხალხიც ნიჰილიზმში ჩააგდოს. არადა, ევროპა ჩვენი არჩევანია, რაც სულაც არაა ახალი მოვლენა, არც 90-იანი წლებიდან დაწყებულა საქართველოს ევროპული სწრაფვა, საუკუნეების მანძილზე, ევროპა საქართველოს სერიოზული არჩევანი იყო, არ მეთანხმებით?
- რა თქმა უნდა, გეთანხმებით.
_____________________________
_____________________________
საუკუნეების მანძილზე, ევროპა იყო ჩვენი არჩევანი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე-11 საუკუნეში, დავით აღმაშენებლის ლაშქარში შედიოდნენ ფრანკი ჯვაროსნებიც. ეს არ არის ახლადშემოგორებული თემა საქართველოს დღევანდელობაში, ევროპასაქართველოს ისტორიული არჩევანია, რადგან ჩვენი ქვეყანადასავლური ცივილიზაციის ნაწილია.
_________________________
_________________________

რა თქმა უნდა, არის აღმოსავლური ელემენტები, ჩვენი ადგილმდებარეობის გამო, რადგან საქართველო არ არის შუაგულ ევროპაში, კავკასიაშია, რომელიც ესაზღვრება აღმოსავლეთის ქვეყნებს. თუმცა მისი მდებარეობა ქმნის ამ ქვეყნისკოლორიტს და განსაკუთრებულობას. ამაში არაფერი ცუდი არაა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ დასავლეთს მივაკუთვნებთ საკუთარ თავს, ის დადებითი და კარგი ელემენტები, რაც აღმოსავლეთიდანაა შემოსული, დავთრგუნოთ. პირიქით, აღმოსავლური და დასავლური ელემენტების ერთობლიობა და შერწყმა ქმნის ქართულ უნიკალურობას, რისთვისაც საქართველო და ქართველები მიმზიდველები და საინტერესონი არიან უცხოელებისთვის. ამ უნიკალურობას პატივი უნდა ვცეთ და ხაზი გავუსვათ. შესაბამისად, საქართველოს მისწრაფება ევროპისკენ, საუკუნოვანი ისტორიის ლოგიკური გაგრძელებაა.
- სხვათა შორის, ლამის, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობაც კი წამოგვაყვედრეს... მართალია, მაკრონის განცხადებაში ცუდი არაფერი ყოფილა, მაგრამ ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ისე „თარგმნა“, თითქოს ჩვენი მდებარეობის გამო არ მოგვცეს ევროკავშირის წევრობის სტატუსი, ამას მოჰყვა კიდევ ერთი მოსაზრება- თურმე, იმიტომ გვითხრეს უარი, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნა. არადა, ევროკავშირის წევრობა ხომ გარანტირებულ მშვიდობას ნიშნავს, ბატონო თემურ?
- რამდენიმე საკითხია თავმოყრილი ამ კითხვაში და მივყვეთ თანმიმდევრობით. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება პოზიტიური სიგნალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით, საქართველოს სხვა გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, ამ ქვეყნის ქეისი დევს მაგიდაზეო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ ესაზღვრება ევროკავშირის ქვეყნებს, ჩვენ მაინც განვიხილავთ საქართველოს საკითხს, როგორც ევროპული ქვეყნისო, -აი, ეს იყო მაკრონის განცხადების მთავარი გზავნილები.
_______________________________
_______________________________

რაც შეეხება ომში ჩაბმას, ხაზგასმით ვამბობ, რომ არც ევროკავშირიდან და არც შეერთებული შტატებიდან, არავის საქართველოს ომში ჩაბმა არ მოუთხოვია!მე გახლდით ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელიც ხაზს ვუსვამდი, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ცდილობდნენ, საქართველოში პროვოკაცია მოემზადებინათ, რათა ქვეყანა საომარ მოქმედებებში ჩართულიყო. ასევე, იყო უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების სურვილიც, რომ საქართველო ჩაბმულიყო რუსეთთან ომში და ნურც ამას დავმალავთ.
_______________________________
_______________________________

უკრაინის ხელისუფლების ინტერესი გასაგებია, რადგან თუ იქნებოდა მეორე ფრონტი, რუსეთს მოუწევდა გარკვეული ძალების მობილიზება სხვა ფრონტზეც ანუ უკრაინაზე ასეთი ძლიერი შეტევის შესაძლებლობა აღარ ექნებოდა. ნაციონალებისა და ხელისუფლების მოწინააღმდეგე სხვა პარტიების ინტერესებიც გასაგებია, მეორე ფრონტის გახსნით, მათ უნდოდათ არეულობა ქვეყანაში, რაც გადატრიალების გზით, ხელისუფლებაში მოსასვლელადერთადერთი გზა იყო მათთვის. ვფიქრობ, არასერიოზულია, ავდგეთ და დავაბრალოთ, რომ ეს იყო ბრიუსელისა და ვაშინგტონის სურვილი.
- ევროკავშირისკენ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით და ამის ნათელი მაგალითი იყო ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება. ასოცირების ხელშეკრულების ლოგიკური გაგრძელება უნდა ყოფილიყო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი...
- თავისუფალი ვაჭრობა და ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა ორი, სრულიად განსხვავებული თემაა. მაგალითად, არიან ევროპის ქვეყნები, რომლებსაც ევროკავშირთან აქვთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, მაგრამ არ არიან წევრები და ასეთია, მაგალითად, ნორვეგია. ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა აქვთ ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებსაც - ტუნისსა და მაროკოს, მაგრამ ამ ქვეყნებს ევროპული პერსპექტივა არ აქვთ. ობიექტურად რომ ვისაუბროთ, რომ არა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ეს თემა საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვასთვის აქტუალურიც კი არ გახდებოდა. ომმა გაააქტიურა და გაუხსნა შესაძლებლობა ამ სამ ქვეყანას, გახდნენ ევროკავშირის წევრები. ესაა შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც ამ ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ.

ავტორი: მაკა რუხაძე