"პანიკას არ აჰყვეთ, საქართველო შაქარს არც რუსეთისგან ყიდულობს და არც უკრაინისგან"- ლევან ხაბეიშვილი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ჩემო ძვირფასო მეგობრებო, უბრალოდ მინდა ინფორმაცია გქონდეთ და პანიკას ტყუილად არ აყვეთ. საქართველო შაქრის 95%-ს არც რუსეთისგან და არც უკრაინისგან არ ყიდულობს. Bm. Ge სტატია - მსოფლიოში შაქრის უმსხვილესი ექსპორტიორი ბრაზილიაა. საქართველოც შაქარს ძირითადად ბრაზილიიდან ყიდულობს. 2021 წელს საქართველოში 60.4 მილიონის ღირებულების 120.7 ათასი ტონა შაქარი შემოვიდა. საქართველომ შესყიდული შაქრის თითქმის ნახევარი 57 ათასი ტონა ($28.2 მლნ) ბრაზილიიდან მიიღო, იმპორტში შემდეგ ადგილებზე თურქეთი ($14.3 მლნ) და პოლონეთი ($10.6 მლნ) არიან. რაც შეეხება უკრაინას, უკრაინა საქართველოს შაქრის იმპორტში მერვე ადგილზეა ($0.1 მლნ), ხოლო რუსეთი - მეთორმეტეზე ($0.1 მლნ).