104 ახალი სტატია

რა შეღავათებით ისარგებლებენ მოიჯარე ფერმერები

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ტენდერები 63-ვე მუნიციპალიტეტში გამოცხადდება

ამიერიდან, მოიჯარე ფერმერები ახალი შეღავათებით ისარგებლებენ. 10 მაისს გამართულ სხდომაზე, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეღავათებინ დაუწესდებათ ფერმერებს, რომლებსაც იჯარით აღებული მიწის გამოსყიდვა სურთ. ეს ნიშნავს, რომ ფერმერები, რომლებსაც შედარებით მცირე მიწის ნაკვეთები აქვთ იჯარით აღებული, დღეიდან, 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინენ. გადაწყვეტილება 2 000-მდე მოიჯარეს შეეხება.

 

ამ გადაწყვეტილების მიზანია, გაიზარდოს სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებასა და დასაქმებას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება იმ ფერმერებს გაახარებს, რომლებსაც მიწები იჯარით აქვთ აღებული და მის გამოსყიდვაზე ფიქრობდნენ.

„იმისთვის, რომ გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა და საშუალება მივცეთ მოიჯარეებს, უფრო ეფექტიანად გამოიყენონ საკუთარი უფლება - პირდაპირი წესით შეიძინონ მიწები, ამიერიდან, ფერმერები ამას 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. სამხარაულის ბიუროს მიერ შეფასებული ფასიდან, 25%-იანი „დისქაუთი“ დაწესდება, რომლითაც მოიჯარეები ისარგებლებენ. საქართველოში, ასეთი 000-მდე მოიჯარეა და საკმაოდ დიდ ფართობებზეა საუბარი. წლებია, ეს ადამიანები ამ მიწებს ამუშავებენ, ამ გადაწყვეტილებით კი, მათთვის მიწების გამოსყიდვა უფრო ხელმისაწვდომი გახდება. გარდა ამისა, მთავრობის ახალი ინიციატივა კერძო ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტად გაზრდის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ ხელისუფლების ამოცანაა, არცერთი აქტივი არ გაჩერდეს, მიწა დაუმუშავებელი არ დარჩეს და ყველაფერი, ეკონომიკის აღდგენას, ასევე, მოქალაქეების დასაქმებას მოემსახუროს. რამდენიმე წლის წინ, მოიჯარეებს, რომლებიც მიწებს ამუშავებენ, მთავრობამ ნება დართო, რომ პირდაპირი წესით, საბაზრო ფასად გამოესყიდათ მიწები. თუმცა თურნავამ იქვე დასძინა, რომ მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება, სწორედ ამ მიწების მაღალმა ფასმა განაპირობა, რის გამოც მოიჯარეებს მათზე წვდომის სერიოზული პრობლემები აქვთ - სურვილის მიუხედავად, მიწების მაღალი ფასის გამო, შეძენას ვერ ახერხებდნენ.

„ვაკვირდებოდით ტენდენციას და დავრწმუნდით, რომ ფასები საკმაოდ მაღალია. ბევრ მოიჯარე ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, ამ უფლებით ისარგებლოს. სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - დასძინა თურნავამ.

მთავრობის სხდომაზევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, პროგრამა „განახლებული რეგიონების“ მიმდინარეობის შესახებ, კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, აქტიურად იმართება სპეციალური კომისიის სხდომები და კონკრეტულ არეალებსაც არჩევენ, სადაც პროგრამით გათვალისწინებული პროექტები უნდა განხორციელდეს. ამ პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე კვირის განმავლობაში, პროექტებისთვის საჭირო ტენდერები საქართველოს 63-ვე მუნიციპალიტეტში გამოცხადდება.

გასული კვირის განმავლობაში, სპეციალური კომისიის წევრები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმყოფებოდნენ, სადაც კომისიის სხდომები გაიმართა. ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტების ჩართულობით, სპეციალური კომისია მათ წინადადებებს იხილავდა, შედეგად კი პროექტების განხორციელების კონკრეტული არეალები დაამტკიცა.

„ვიმყოფებოდით იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიასა და ბოლოს აჭარაში. ყველგან საინტერესოდ განვითარდა მოვლენები - 34-ვე მუნიციპალიტეტი იყო წარმოდგენილი. პროექტები უშუალოდ ქალაქების მერებმა წარადგინეს და საინტერესო მსჯელობა გაიმართა, მათ შორის, მდებარეობების განსაზღვრისას. ისეთი მდებარეობები შევარჩიეთ, სადაც, ამ პროგრამის ფარგლებში,  სოციალ-ეკონომიკური ვითარებ მნიშვნელოვნად გამოსწორდება,  კიდევ უფრო გაჯანსაღებდა და ახალ შესაძლებლობებიც გაჩნდება“, - განაცხადა ქარსელაძემ.

მისივე თქმით, განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, თუმცა ნებისმიერი დაინტერესებული პირი დაინახავს, რამდენად მასშტაბური ობიექტები შეირჩა. პროექტების განსახორციელებლად კი ტენდერი უკვე გამოცხადდა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

„დღეს 7 ტენდერი იხსნება, მაგრამ კიდევ გამოცხადდება და შესაბამისად, პროცესი უწყებ რეჟიმში განვითარდება. ტენდერის შედეგად, გვეყოლება საპროექტო და საამშენებლო კომპანიები, რომლებიც ადგილებზე, მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, წარადგენენ საპროექტო დოკუმენტაციას, რასაც შემდგომში აღვასრულებთ“.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, უახლოეს პერიოდში, მსგავს ტენდერებს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებშიც გამართავენ. ეს ნიშნავს, რომ კვირის განმავლობაში, ტენდერები 63-ვე მუნიციპალიტეტში გამოცხადდება. უპრეცედენტო პროგრამა „განახლებული რეგიონები“, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება, საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. ამ პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. ღარიბაშვილის ინიცირებული პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტისა და კერძო საკუთრებაში არსებული, მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.