„საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი არც მაღალია და არც დაბალი, ესაა საბაზრო საპროცენტო განაკვეთი!“

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პარლამენტის წევრები პენსიონერების სესხების მაღალი საპროცენტო განკვეთით დაინტერესდნენ. ამასთან დაკავშირებით, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების - ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის (პარტიამოქალაქეები“) ინიციატივით, საკანონმდებლო ორგანოში, საკომიტეტო მოსმენა გაიმართა, რომელსაც ლიბერთი ბანკისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებიც დაესწრნენ. დეპუტატების განცხადებით, პენსიონერების სესხების საპროცენტო განაკვეთი, ასევე, ვალის ტვირთი მაღალია და მთავრობას მათი ყოფითი მდგომარეობის შემსუბუქებას სთხოვენ. თავის მხრივ, ლიბერთი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დირექტორივაჟა მენაბდე ამბობს, რომ დეპუტატების ამგვარი შეხედულებები არ შეესაბამება რეალობას. მისივე განმარტებით, უფროსი თაობის  მოქალაქეებს, „ლიბერთისგარდა, ნებისმიერი, სხვა ბანკიდანაც შეუძლიათ სესხების აღება. უფრო კონკრეტულად, თუ ლიბერთი ბანკში, ასაკოვან მოქალაქეებს, დაახლოებით, 400 მილიონი ლარის მოცულობის სესხები აქვთ, მათი ვალდებულებები სხვა საფინანსო ინსტიტუტებში 1.5 მილიარდ ლარს აღწევს. ვაჟა მენაბდე განმარტავს, რომ ამჟამად, საპენსიო სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთი 30.69%-ია, რაც არც მაღალია და არც დაბალი, ესაა საბაზრო საპროცენტო განაკვეთი.

 

12 აპრილს, საქართველოს პარლამენტში, პარტია „მოქალაქეების“ ინიციატივით, საკომიტეტო მოსმენა შედგა, რომელზეც საპენსიო სესხების შესახებ იმსჯელეს. სხდომაზე საკუთარი პოზიციები და შეფასებები დააფიქსირეს ლიბერთი ბანკის დირექტორმა ვასილ ხოდელმა, სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი წოწკოლაურმა. სხდომაზე დეპუტატებმა გამოთქვეს რეკომენდაციები, რომლებიც მთავრობამ, შესაძლოა, პენსიების გაცემის ხელშეკრულების შემდგომ სატენდერო პირობებში გაითვალისწინოს. თავად ლიბერთი ბანკის მენეჯმენტის განმარტებით, ბანკი ამ ტენდერშიც, კონკურენციისთვის მზაობას აფიქსირებს.

„ვერსია“ დაინტერესდა, რამდენად კონკურენტულია პენსიონერთა სესხების საპროცენტო განაკვეთი, რომელიც თვეში 30-დან 31%-ის ფარგლებში მერყეობს და ზოგადად, რისგან შედგება ეს პროცენტი. თუმცა, ვიდრე უშუალოდ კითხვაზე გვიპასუხებდა, ვაჟა მენაბდემ აღნიშნა, რომ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კარგი და ძალიან სასარგებლო განხილვა შედგა. ეს იმიტომ, რომ ლიბერთის მენეჯმენტს საშუალება მიეცა, საქმიან და კონსტრუქციულ ფორმატში ემსჯელა საკითხზე, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.

ეს კითხვები დიდი ხანია ისმის, რომ თითქოს რაღაც ისე არ ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს, პროცენტი უსამართლოა და .. ამდენად, კარგი იყო ის შეხვედრა და მადლობა კომიტეტს, რომ ამ თემის საჯაროდ განხილვის საშუალება მოგვცა. რაც შეეხება კითხვას, საუბარია იმაზე, რომ საპროცენტო განაკვეთი, რომელიც წლების წინ, 200% იყო, მოგვიანებით ჩამოვიდა 100%-ზე, შემდეგ კი - 50%-ზე, ხოლო დღეს, 30.69%-ია. რას ნიშნავს მაღალისაპროცენტო განაკვეთი, როცა ვსაუბრობთ საბაზრო ეკონომიკასა და საბაზო ფასზე? - ალბათ, მთავარი კითხვა უნდა დაისვას არა იმაზე, მაღალია თუ დაბალი საპროცენტო განაკვეთი, არამედ, არის თუ არა მისი ფასი ბაზრის შესაბამისი? 12 აპრილს, პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე, წარვადგინეთ ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული სტატისტიკა, თუ რა განაკვეთებში გაიცემა დღეს მსგავსი ტიპის სესხები სხვა ბანკებში. როდესაც შედარებას ვაკეთებთ, მნიშვნელოვანია, ვაშლი ვაშლს შევადაროთ, რადგან თუ მილიონდოლარიანსა და 1 000-ლარიან სესხებს შევადარებთ, თუნდაც იმიტომ იქნება სხვაობა, რომ სხვადასხვა ვალუტაა და სხვადასხვა რისკები. ამავე სტატისტიკაში  შეგიძლიათ ნახოთ, რომ 1 000-დან 2 000 ლარამდე არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების საპროცენტო საკონტრაქტო განაკვეთი 26-27%-ის ფარგლებში მერყეობს. ესაა ნომინალური განაკვეთი, რომელსაც ემატება გაცემის საკომისიო და ..

ვაჟა მენაბდემ „ვერსიას“ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დეტალურად დაუთვალა. რეალურად, მასში შედის ყველა ფინანსური ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია ამ სესხის აღებასთან. ნომინალურ განაკვეთში კი არ შედის გაცემის საკომისიო, დაზღვევის საკომისიო, ანგარიშის მომსახურების საკომისიო და ა.შ. მისივე განმარტებით, შესაძლოა, რიგ შემთხვევაში, ეფექტური განაკვეთი 30%-ზე მეტიც კი გამოვიდეს.

როდესაც ამბობენ, რომ ლიბერთი ბანკის სესხები უფროსი თაობისთვის ძვირია, რეალურად, სხვა ანალოგიურ საბანკო პროდუქტებთან შედარებით, ასე არ არის; შეიძლება, უფრო იაფია, ან ახლოსაა სხვა ბანკების სესხებთან. კრედიტი ფინანსური პროდუქტია, რომელსაც, როგორც ნებისმიერ სხვა პროდუქტს, თავისი თვითღირებულება და ფასი გააჩნია. ესაა რესურსის ღირებულება, ეს ფული ხომ უფასო არაა, რომელსაც ჩვენ სესხად გავცემთ? მასში შედის დამფუძნებლების კაპიტალი, დეპოზიტარებისგან მოზიდული ფული, უცხოური პარტნიორებისგან ნასესხები ფული - ამ ყველაფერს თავისი ფასი გააჩნია. შემდეგ მოდის რისკი - მოგეხსენებათ, ამ ტიპის სესხებზე ერთ-ერთი მთავარია გარდაცვალების რისკი, ამის შემდეგ მოდის სხვა ხარჯები, როგორიცაა, თანამშრომლის ხელფასი, იჯარა, კომუნალური გადასახადები და სხვა - ამ ყველაფერს ხომ მომსახურება სჭირდება და ეს ყველა ხარჯი რომ შევკრიბოთ, იქ თვალნათლივ გამოჩნდება, საიდან ხდება ამ საპროცენტო განაკვეთის დადგენა. ჩვენი მთავარი მესიჯია, რომ არ არსებობს მაღალი და დაბალი ფასი, არსებობს საბაზრო ფასი! ამ ტიპის სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ფასი კი არის საბაზრო და ზოგიერთ შემთხვევაში, საბაზროზე უკეთესი“.

აქედან გამომდინარე, სრულიად აშკარაა, რომ უფროსი თაობის წარმომადგენლები, ლიბერთი ბანკშიც ისეთივე საპროცენტო განაკვეთში იღებენ სხვადასხვა სესხებს, როგორც სხვა ბანკებში. მეტიც, თურმე, პენსიონერებს თავისუფლად შეუძლიათ, რომ ლიბერთის გარდა, სადაც ისინი პენსიას იღებენ, ბაზარზე არსებული სხვა ბანკების საკრედიტო შეთავაზებებითაც ისარგებლონ. თუმცა, ამის დაჯერება საკმაოდ რთულია, რადგან საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპი, რომ ეს ადამიანები ვალდებულები არიან, სესხები მხოლოდ ლიბერთი ბანკში აიღონ, მეტიც, პენსიონერები შეზღუდულები არიან, სხვა ბანკების შეთავაზებებით ისარგებლონ, რასაც „ვერსიასთან“ საუბრისას, ვაჟა მენაბდე კატეგორიულად უარყოფს. 

პირველ რიგში, ვიტყვი, რომ სხვა ბანკში ანალოგიური პირობების სესხით რომ ისარგებლოს ჩვენმა მომხმარებელმა, მას თითქმის იგივე პირობების შეთავაზება დახვდება. რატომ არის შედარებით მცირე ზომის სესხების განაკვეთი საშუალოდ უფრო მაღალი? - ეს დაკავშირებულია დისტრიბუციის ხარჯებთან. 1 000 და 2 000-ლარიანი სესხის გაცემას სჭირდება იგივე სამუშაო დროის დახარჯვა, რაც 20 000-ლარიანი სესხის გაცემას, შესაბამისად, მასზე 20-ჯერ მეტი დრო იხარჯება. ამიტომ, ამ საკითხზე საუბრისას, მისი დისტრიბუციის ხარჯი ავიწყდებათ. რაც შეეხება კითხვას, შეუძლიათ თუ არა ჩვენ მომხმარებლებსლიბერთისგარდა, სხვა ბანკებიდან სესხების აღება, გიპასუხებთ, რომ დიახ, მათ ეს შეუძლიათ! მეტსაც გეტყვით, მათ ოთხჯერ მეტი აქვთ გარე ვალდებულებები, ვიდრე ლიბერთი ბანკში. ჩვენთან, დაახლოებით, 400 მილიონი ლარია უფროსი ასაკის მომხმარებლების სესხები, ხოლო სხვა ბანკებში - 1.5 მილიარდი ლარის ანუ ოთხჯერ უფრო მეტი ვალდებულებები აქვთ. თუ შეამოწმებთ, ალბათ, იქაც იგივე, ან რიგ შემთხვევაში, უფრო მაღალ განაკვეთებში აქვთ ეს სესხები. ჩვენ არავის ვზღუდავთ და ყველა იქ იღებს სესხს, სადაც ურჩევნია“.

პარლამენტში შეხვედრის ინიციატორებმა, ალექსანდრე ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, კონკურენციის შესაძლო შექმნაზეც გაამახვილეს ყურადღება. საუბარია იმაზე, რომ მომავალში, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, შესაძლოა, სხვა ბანკებმაც მიიღონ მონაწილეობა. მეტიც, დეპუტატებმა მთავრობას მიმართეს რეკომენდაციით, რომ სამომავლოდ, პენსიონერთა სესხების მაღალი საპროცენტო განაკვეთის ტვირთი შემსუბუქდეს. ამასთან დაკავშირებით, ვაჟა მენაბდემ „ვერსიასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ დასკვნით რეკომენდაციებში, კომიტეტის თავმჯდომარეს ლიბერთი ბანკი საერთოდ არ უხსენებია. მეტიც, პარლამენტის წევრებს, „ლიბერთის“ მენეჯმენტისთვის არანაირი თხოვნით ან დავალებით  არ მიუმართავთ. ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ლიბერთი ბანკი არის კომერციული სტრუქტურა, რომელიც საკუთარ მომხმარებელს საბაზრო პირობების გათვალისწინებით ემსახურება.

რაც შეეხება რეკომენდაციების დანარჩენ ნაწილს, რომლის მიხედვითაც, სოციალური მომსახურების სააგენტომ, ან ეროვნულმა ბანკმა გაცემული სესხების კუთხით, მომხმარებლის უფლებებზე იზრუნონ, ვაჟა მენაბდემ „ვერსიას“ განუცხადა, რომ ამას კონკურენცია დაარეგულირებს. მისი თქმით, როდესაც ლიბერთი ბანკთან ხელშეკრულების ვადა ამოიწურება, ახალი ტენდერი გამოცხადდება. შესაბამისად, ნებისმიერ ბანკს, რომელსაც სურვილი აქვს, მოემსახუროს პენსიების გაცემას და აიღოს ეს ვალდებულება საკუთარ თავზე, ამის განხორციელების შესაძლებლობა ექნება. „ვერსია“ დაინტერესდა, პენსიების გაცემის სურვილი სხვა ბანკებს ადრეც თუ გამოუთქვამთ, რაზეც ვაჟა მენაბდემ ასე გვიპასუხა:

დიახ, მათი მხრიდან ინტერესი ადრეც იყო, თუმცალიბერთისგარდა, ტენდერში მონაწილეობა სხვა ბანკს არ მიუღია. მათ ყოველი ტენდერის დროს შეეძლოთ საკუთარი წინადადების დაყენება. ჩვენ გვჯერა საბაზრო ეკონომიკის, გვჯერა სამართლიანი კონკურენციის და გვჯერა ჩვენი ძალების. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ტენდერზე, ჩვენს ძლიერ პოზიციებს დავაფიქსირებთ. რაც შეეხება რეგულაციებს ან სუბსიდიებს, ეს საკითხი ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც ასეთ საკითხებზე ვსაუბრობთ. თუ კრედიტის ფასის რეგულირებაზე ვმსჯელობთ, საკრედიტო განაკვეთის ჭერის დაფიქსირებას არ ვგულისხმობ, რაც ეროვნულმა ბანკმა დააფიქსირა 50%-ზე და ეს ჩემი აზრით, საჭირო და აუცილებელი იყო, რადგან აღარ არსებობსის 200%-იანი და უფრო მაღალი განაკვეთები. შესაბამისად, 50%-იანი ჭერი საკმარისია იმისთვის, რათა ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია იყოს, მაგრამ თუ უშუალოდ, კრედიტის ფასის რეგულირებაზე ვსაუბრობთ, ასეთივე წარმატებით შეიძლება ვიმსჯელოთ შაქრის ფასის რეგულირებაზე და ეს სად მიგვიყვანს, ყველამ იცის - ერთ დღესაც, შაქარი აღარ იქნება ბაზარზე! შესაბამისად, აღარც სესხი იქნება ბაზარზე და ამით დასრულდება ეს საკითხი“.