ველოდებით, რომ ძალიან საინტერესო გამოსვლა ექნება პრემიერ-მინისტრს - ილია დარჩიაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციაზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, იმყოფება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში და ესწრება გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება გამოსვლა, მთავარი აქცენტებიც შესაბამისი იქნება და შეეხება კლიმატთან დაკავშირებულ პრობლემებს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყოველწლიურად იღებს ამ კონფერენციებში მონაწილეობას, რადგან კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები, ჩვენი ქვეყნის პერსპექტივიდან დანახული, ნამდვილად არის მაღალი მნიშვნელობის მატარებელი. შესაბამისად, საქართველო თანმიმდევრულად, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს იმ აღებული ვალდებულებების ფარგლებში კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ხელს უწყობს ამ საკითხების მოგვარებას მსოფლიო მასშტაბით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება გამოსვლა, მთავარი აქცენტებიც შესაბამისი იქნება, რომლებიც ეხება კლიმატთან დაკავშირებულ პრობლემებს და ჩვენ ველოდებით, რომ იქნება ძალიან საინტერესო გამოსვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრის“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.