"ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ საქართველოს მიერ მიღწეული წინსვლა 12 რეკომენდაციის განხორციელების მიმართულებით" - პრემიერი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრ ქსავიე ბეტელთან განვიხილეთ საქართველოს მიერ მიღწეული წინსვლა 12 რეკომენდაციის განხორციელების მიმართულებით , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ტვიტერზე” წერს.

 

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე მან მადლიერება გამოხატა ლუქსემბურგის ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიმართ გამოხატავს.

 

“გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრ ქსავიე ბეტელთან.

 

განვიხილეთ საქართველოს მიერ მიღწეული წინსვლა 12 რეკომენდაციის განხორციელების მიმართულებით და მადლიერება გამოვხატე ლუქსემბურგის ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიმართ გამოხატავს.

 

კოლეგას დავუდასტურე საერთო ინტერესების მქონე სფეროებში თანამშრომლობის დიდი სურვილი”, - აღნიშნავს პრემიერი.