ვულოცავ საქართველოს დიდ მეგობარს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებას - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებასა და ქვეყნის ლიდერად ხელახალ არჩევას ულოცავს.

მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ თურქმა ხალხმა საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირა და მათ ზეიმს საქართველოც უერთდება.

„ვულოცავ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და საქართველოს დიდ მეგობარს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებასა და ქვეყნის ლიდერად ხელახალ არჩევას!

თურქმა ხალხმა საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირა და ჩვენც ვუერთდებით მათ ზეიმს. მზად ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მეგობრული კავშირები და სტრატეგიული პარტნიორობა“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ დროისთვის დათვლილია ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების 54,6%. აქედან 54,47% ერგო ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს. 45,53% კი მის ოპონენტს ქემალ კილიჩდაროღლუს.