ექსკლუზივი: გიგლა ბარამიძემ ნინო ბურჯანაძის პარტია დატოვა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ვერსიის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, გიგლა ბარამიძემ ნინო ბურჯანაძის პარტია დატოვა. ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად ბარამიძეს დავუკავშირდით, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ პარტია დატოვა და ამ საკითხზე მალე განცხადებას გაავრცელებს, თუმცა იქამდე პოლიტიკოსს პარტიიდან წასვლის მიზეზის განმარტება ვთხოვეთ:

„დავასრულე მოღვაწეობის ეს ეტაპი, ასე გადავწყვიტე. გუშინ საუბარი მქონდა პარტიის თავმჯდომარესთან და ჩემს კოლეგებთანაც პარტიაში. ყველა ქმედებას რაღაც მიზეზი აქვს, დადებითი თუ უარყოფითი - ამაზე საუბარი არაა. უბრალოდ, ეს ეტაპი დავასრულე“- აცხადებს ჩვენთან საუბარში ბარამიძე.

ჩვენს კითხვაზე, ხომ არ აპირებს სხვა პოლიტიკურ ძალაში გაერთიანებას, პოლიტიკოსი პასუხობს: „მომავალ გეგმებზე ჯერ ვერ ვსაუბრობ, არაფერი განსაკუთრებული არაა“.