"ევროპარლამენტარები კეზერაშვილზე გვეუბნებიან, რომ არ აინტერესებთ, რომ ეს კაცი იყო მძარცველი, ატერორებდა ბიზნესს, ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს" - პრემიერი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროპარლამენტარები კეზერაშვილზე გვეუბნებიან, რომ არ აინტერესებთ, რომ ეს კაცი იყო მძარცველი, ატერორებდა ბიზნესს, ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს, იგი არის კრიმინალი, მაგრამ მათი კრიმინალია-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კეზერაშვილის დანაშაულებრივ საქმიანობაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროკურატურები გამოძიებებს აწარმოებენ და საქართველო ამ გამოძიების პროცესში მათთან კოორდინაციაშია.

„რა გვითხრეს ევროპარლამენტარებმა კეზერაშვილზე. ადამიანი, რომელიც არის „ელიტური კორუფციის“ ფუძემდებელი საქართველოში, ჯარის მძარცველი, ბიზნესის რეკეტიორი და ევროპელი პენსიონერების მძარცველი, ქურდი, რომლის თაობაზეც ძალიან ბევრი ქვეყნის პროკურატურა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროკურატურები აწარმოებენ გამოძიებებს და ჩვენ ვართ ჩართულნი და ვართ კოორდინაციაში. კეზერაშვილზე გვეუბნებიან, რომ არ აინტერესებთ, რომ ეს კაცი იყო მძარცველი, ატერორებდა ბიზნესს, ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს, იგი არის კრიმინალი, მაგრამ არის მათი კრიმინალი“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.