საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მარნეულში, აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
‘’მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეებს, ჩვენ ეთნიკურ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს, ჩვენს ძმებს ყველგან, ჩვენს მოძმე აზერბაიჯანში, თურქეთში, ყველგან. ყველას მინდა მივულოცო დღევანდელი დღე, ვუსურვო მშვიდობა ჩვენს მოქალაქეებს, კეთილდღეობა, მეტი ბარაქა, მეტი სიხარული, სტაბილურობა და ყველაფერი საუკეთესო ჩვენს ხალხს. ეს მინდა ვუსურვო ჩვენს თანამოქალაქეებს. მინდა დავუდასტურო ჩემი დიდი პატივისცემა და სიყვარული ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს, ძალიან მშრომელ ხალხს, ძალიან გონიერ ხალხს და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ დღევანდელი დღე არის სიმბოლური იმითაც, რომ დღევანდელი დღე უკავშირდება მშვიდობას, კეთილდღეობას, სიხარულს, ყოველივე საუკეთესოს, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ჩვენს ხალხს სჭირდება“, - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაური ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.
პრემიერმა დღესასწაულთან დაკავშირებით მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე მოწყობილი სივრცე დაათვალიერა, სადაც განთავსებული იყო ეთნოკუთხე, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ასევე გაიმართა სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები. პრემიერ- მინისტრი მოსახლეობას გაესაუბრა და მარნეულის ცენტრში სიმბოლური კოცონი აანთო.
მარნეულში გამართულ ღონისძიებას პრემიერთან ერთად დაესწრნენ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილი,
მარნეულის მერი კენან ომაროვი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, დეპუტატები ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი, აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი და კომპანია “სოკარის” საქართველოს წარმომადგენლობის პრეზიდენტი მახირ მამედოვი.
პრემიერ-მინისტრმა მარნეულში აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი