ბახმუტში, რუსეთის არმიასთან ბრძოლაში 25 წლის ილია ჩოხელი დაიღუპა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში რუსეთის არმიასთან დროს დაიღუპა 25 წლის ქართველი, ილია ჩოხელი. ის წარმოშობით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედიდან იყო და 12 წლის წინ საცხოვრებლად ხარკოვში გადავიდა. ქართველი მებრძოლის მამა ზემო ქედიდანაა, დედა კი უკრაინელი იყო. ის რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ილია ხარკოვში დედის მშობლებთან ცხოვრობდა და სწავლობდა.

სოფელ ზემო ქედში ცხოვრობენ მამის მხრიდან ილიას ბებია და ბაბუა. ბებიამ ქეთევან ქიმოსტელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შვილიშვილი სამხედრო აკადემიაში მესამე კურსის სტუდენტი იყო და ომში საკუთარი სურვილით ჩაერთო.

„ასე უთქვამს, ბახმუტს რუსებს არ დავუთმობო, მე უნდა დავიცვაო... 16 მარტს ბრძოლის წინა ხაზზე შეტაკების დროს 200 უკრაინელი ჯარისკაცი ყოფილა. ილიას გარდა კიდევ ერთი გარდაცვლილა. როგორც გვითხრეს, ილია მეორე დღეს, 17-ში ხარკოვში ძმათა სასაფლაოზე დაუკრძალავთ. ილიას ხარკოველი ნათლია ჰყავდა და იმან უპატრონა, თორემ იქაური პაპა-ბებია მოხუცები არიან“, - თქვა ქეთევან ქიმოსტელმა, ილია ჩოხელის ბებიამ.

მისი ინფორმაციით, ილიას მამას შვილის ცხედრის საქართველოში გადმოსვენების სურვილი აქვს.

უკრაინაზე 2022 წლის 24 თებერვლის რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ, უკრაინაში 37 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.