პუტინის დაკავების ორდერი - რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება?

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რადიო თავისუფლებამ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს, გურამ ღვინჯილიას სთხოვა განემარტა, რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს 17 მარტის გადაწყვეტილება - რუსეთის პრეზიდენტისა და პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისრის დაკავების ორდერების გაცემა. 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერები ნიშნავს, რომ ამ სასამართლოს წევრ ნებისმიერ ქვეყანას (123 სახელმწიფოს), რომლის ტერიტორიაზეც ფეხს დადგამენ პუტინი ან მარია ლვოვა-ბელოვა, აქვს მათი დაკავების და სასამართლოსთვის გადაცემის ვალდებულება. 

ჰააგის სასამართლოს ახსოვს პრეცედენტი, როდესაც გასცა დაკავების ორდერი ომარ ალ-ბაშირის (სუდანის ყოფილი პრეზიდენტი) წინააღმდეგ 2009 და 2010 წლებში და მიუხედავად ამისა, იორდანიამ არ დააკავა ალ-ბაშირი, მის ტერიტორიაზე ყოფნისას. ეს ქმედება სასამართლომ გაკიცხა და თქვა, რომ იორდანიას ჰქონდა ალ-ბაშირის დაკავების ვალდებულება.

პუტინის შემთხვევაში რთულია წინასწარ მსჯელობა, რომელი სახელმწიფო როგორ მოიქცევა, თუმცა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სასამართლოს წევრ ქვეყნებს აქვთ მისი დაკავების ვალდებულება, როგორც კი მათ საზღვარს გადაკვეთს და ფეხს დადგამს მათ მიწაზე.

ამავე დროს, სასამართლოს წევრი სახელმწიფოების იძულების მექანიზმი არ არსებობს და შეიძლება იმის ვარაუდი, რომ რუსეთის მხარდამჭერ სახელმწიფოებზე, დაკავების ორდერი დიდ გავლენას არ მოახდენს.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს სტატუტის წევრია 123 სახელმწიფო, მათ რიცხვში არ არის ჩინეთი. 

შეიქმნება თუ არა სპეციალური ტრიბუნალი?

სპეციალური სისხლის სამართლის ტრიბუნალის შექმნას ჰააგის სასამართლო წყვეტს საკითხის მოცულობის და გარემოებებიდან გამომდინარე და წინასწარ გადაწყვეტით მტკიცება შეუძლებელია.

რუანდის და იუგოსლავიის ტრიბუნალები შეიქმნა, რადგან სასამართლო ვეღარ აუდიოდა საქმეების რაოდენობას და რესურსი არ ჰყოფნიდა დროული გამოძიებისთვის

ამ შემთხვევაში ჰააგის სასამართლომ ნამდვილად გადადგა ნაბიჯი პუტინის გასამართლების მიმართულებით.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ნორმალიზდება პუტინის სამსჯავროზე წარდგომის იდეა და ეს შეიძლება ფსიქოლოგიურ დონეზე გარდამტეხი მნიშვნელობის ბერკეტად იქცეს რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირებაში. მათ შორის, რუსული ელიტისთვისაც ჰააგა წარმოსახვითი „ბუადან“ სავსებით რეალურ პერსპექტივად იქცეს.