ჩვენმა ყოფილმა თანამშრომელმა მოახდინა შანტაჟი, მუქარა- სახელმწიფო დაცვის სამსახურის განცხადება

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შსს-ს ყოფილი თანამშრომლის, მსჯავრდებულ მირიან ჯავახიშვილის საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

ანზორ ჩუბინიძის უწყებაში განმარტავენ, რომ მათმა ყოფილმა თანამშრომელმა მოახდინა პერსონალურ მონაცემთა უკანონო მოპოვება, შანტაჟი, მუქარა, რის გამოც საქმე გადაეცა გამოძიებას, ხოლო სასამართლომ ჯავახიშვილის მიმართ გამამტყუვნებელი განაჩენი გამოიტანა.

ცალკეული მედიასაშუალებების მიერ სდსს-ს ყოფილი თანამშრომლის - მირიან ჯავახიშვილის შესახებ გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით სამსახურს შეუძლია გაგიზიაროთ შემდეგი ობიექტური ინფორმაცია:
მირიან ჯავახიშვილი მსახურობდა საშუალო სპეციალური წოდებით (ს/დ კაპიტანი) და იკავებდა უმცროსი რანგის მმართველობით თანამდებობას განყოფილების უფროსის სახით.
მას შემდეგ, რაც სამსახურში დაფიქსირდა ინფორმაცია მის მიერ მუქარის, შანტაჟის, ადევნების, პერონალურ მონაცემთა უკანონოდ მოპოვების, გასაჯაროების და მანდილოსნის მიმართ ზეწოლის მიზნით გამოყენების, აგრეთვე სამსახურებრივი მდგომარების პირადი არაეთიკური მიზნებისთვის გამოყენების, ფსიქოლოგიური ზემოქმედების და იძულების სახით შესაძლო დანაშაულის შესახებ, სამსახურმა იხელმძღვანელა კანონით დადგენილი წესით და სათანადო შეტყობინება გაუგზავნა საგამოძიებო ორგანოს.
სამსახურის მხრიდან მიუკერძოებლობის და ობიექტურობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ კომპეტენტური ორგანოს მიერ საკითხის შესწავლამდე, სამართლებრივი შეფასებისა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე სამსახურს მირიან ჯავახიშვილის მიმართ საკადრო გადაწყვეტილება არ მიუღია. სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდებამდე ის აგრძელებდა სამსახურს, ხოლო აღნიშნული განჩინების საფუძველზე იგი აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში. ამ შემთხვევაში მას კვლავ უგრძელდებოდა შრომითი სტაჟი და რჩებოდა სამსახურის შემადგენლობაში. მისი სამსახურიდან დათხოვნა განხხორციელდა კადრების განკარგულებაში ყოფნის კანონით დადგენილი ვადის გასვლის გამო. შემდგომში გარკვეული დროის შემდეგ სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს სახელმწიფო დაცვის სამსახურთან მსჯავრდებულ მირიან ჯავახიშვილის ოჯახის წევრებმა და მისმა ადვოკატმა შიმშილობა დაიწყეს.

ისინი უწყების ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის, თანამდებობიდან გადაყენებას და ობიექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.

მირიან ჯავახიშვილი ციხეში პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების ბრალდებით მოხვდა, თუმცა ის დღეს ,,პირველებს" ტელეფონით დაუკავშირდა და განმარტა, რომ ის ჩუბინიძის მხრიდან შურისძიების მსხვერპლია. მის მიმართ პროვოკაციები და სამართლებრივი დევნა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც სალომე ზურაბიშვილის მცველად სრულიად გამოუცდელი კადრის, ნათია დოღანაძის დანიშვნას მისი მხრიდან პროტესტი მოჰყვა