რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სტუდენტები თსუ-ს მაღლივ კორპუსში - მზადება 3 ივლისის აქციისთვის

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 ცოტა ხნის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში სტუდენტებს შორის დაპირისპირება მოხდა. იმის გასარკვევად, თუ რა მიზეზით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ახალგაზრდები,  მოძრაობა „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“ ერთ-ერთ წარმომადგენელს, სოფი მოლაშხიას დავუკავშირდით:

„სტუდენტებმა გავაკეთეთ მანისფესტი და საინფორმაციო კამპანია დავიწყეთ გუშინ. დღეს მაღლივ კორპუსში მოვედით იმიტომ, რომ გამოცდის დღეა და ბევრი სტუდენტი იქნებოდა, გვინდოდა სტუდენტებისთვის დაგვერიგებინა ჩვენი საინფორმაციო „ფლაერები“ 3 ივლისის აქციასთან დაკავშირებით - რატომ ვითხოვთ სტუდენტები ევროპას. ამ დროს გამოჩნდა ერთი სტუდენტი, რომელმაც დაიწყო ჩხუბი, რატომ არიგებთ ამ „ფლაერებს“, ნაციონალები გაფინანსებენო. პირადად მე მითხრა, შენ აქციებზე იდექი, სიტყვით გამოდიოდი იმიტომ, რომ სახეზე გეტყობა ნაციონალი ხარ, 3 ივლისს ძალადობისკენ მოუწოდებ ხალხს, რომ გამოვიდნენ და პარლამენტი დაანგრიონო.

არადა აქ ვიდექით, უბრალოდ, „ფლაერებს“ ვარიგებდით და გამარჯობის მეტი ბავშვებისთვის არაფერი გვითქვამს. აქვე იდგნენ ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც სტუდენტები არ იყვნენ და რომ ვკითხეთ, ვითომ შეყვარებულს ელოდებოდნენ დილიდან, მაგრამ მხოლოდ იმაზე იყვნენ ორიენტირებული, რომ რაღაც პროვოკაცია წამოეწყოთ. „ქართული ოცნების“ ქება-დიდებაში არიან და ჩვენ გვაბრალებენ, „ნაცები“ ხართო. კიდევ იყო ერთი კაცი, რომელიც გუშინ „დედაენის“ ბაღში დაგვიპირისპირდა. დღეს როგორც კი კამერები დაინახა, წავიდა, რადგან ვკითხე, რატომ იყო აქ. თქვა, მაგისტრატურის სტუდენტი ვარო, მაგრამ ეს სიმართლე არაა, რადგან ლექტორის სახელი და გვარიც არ იცოდა, რისი გამოცდა ჰქონდა, ისიც არ იცოდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთა, რომელიც ყველგან მოდის, სადაც ჩვენ მივდივართ და ცდილობენ პროვოკაცია მოაწყონ, დაგვაბრალონ, რომ ვართ ნაციონალური მოძრაობის მიერ მართული.

როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის სტუდენტები იმხელა ძალას წარმოვადგენთ, რომ ყველანაირად ცდილობენ, გაგვაჩერონ.

ჩვენს მანიფესტზე წერია: „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“; „3 ივლისი შენი მომავლისთვის“; „შინ ევროპისკენ“. აქვე დატანილია QR კოდი, რომლითაც ჩვენს გვერდზე გადავლენ. მეორე მხარეს წერია:

„ჩვენ, საქართველოს სტუდენტები, ვირჩევთ ევროპას; კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანას; სიტყვის თავისუფლებას; ევროპულ განათლებას; დამოუკიდებელ სასამართლოს; სამართლიან არჩევნებს; თანასწორობას; წარმატებულ ეკონომიკას; ღირსეულ სამუშაო გარემოს; დეოლიგარქიზაციას; ანტირუსულ პოლიტიკას; თავისუფალ, მშვიდობიან, ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრებას. იმ ადამიანებს კი, რომლებმაც პროვოკაცია წამოიწყეს, არც კი წაუკითხავთ ეს მანიფესტი. როგორც კი დაგვინახეს, არც კი გაურკვევიათ, რას ვარიგებდით, პირდაპირ ჩხუბი დაიწყეს.“