"უაღრესად ვაფასებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დიდი ბრიტანეთისგან 5 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას" - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთისგან 5 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება. 
მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ ეს ქვეყნის და მთელი ევროპის უსაფრთხოებაში შეიტანს თავის წვლილს.

“უაღრესად ვაფასებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დიდი ბრიტანეთისგან 5 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას გარე წყაროებიდან მომდინარე კიბერ საფრთხეების მიმართ საქართველოს მედეგობის გასაზრდელად, რაც ქვეყნის და მთელი ევროპის უსაფრთხოებაში შეიტანს თავის წვლილს”,- აღნიშნავს პრემიერი.