არავის არ მოგვწონს და ჩვენ გვინდა მართლაც ამ პოლარიზაციის დასრულება, მაგრამ როგორ უნდა მოვახერხოთ ამ ადამიანების პირობებში, მართლაც ვერ წამომიდგენია - პრემიერი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა თქმა უნდა, არავის არ მოგვწონს და ჩვენ გვინდა მართლაც ამ პოლარიზაციის დასრულება, მაგრამ როგორ უნდა მოვახერხოთ ამ ადამიანების პირობებში, მართლაც ვერ წამომიდგენია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 მისი თქმით, კონსტრუქციული დამოკიდებულებას ასევე, კონსტრუქციულ დამოკიდებულებით უპასუხებს.

 „როგორ წარმოგიდგენიათ, გამოვედი, არაფერი არ მითქვამს საერთოდ, ხალხი გვიყურებს, გვისმენს, სიტყვა არ მითქვამს, საუბარი დავიწყე იმით, რომ ისტორიული, მართლაც ასეა, ისტორიული ჩანაწერი გაჩნდა პირველად, რომ ევროპული პერსპექტივა მიენიჭა ქვეყანას. პირდაპირ, შავით თეთრზე წერია - იმისთვის, რომ გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი - ამაზე დაიწყეს შეურაცხყოფები, ლანძღვა და ა.შ. ამაზე, რა თქმა უნდა, ჩემგან ათჯერ მეტი მიიღეს და ასეც იქნება ყოველთვის. იყოს კონსტრუქციული დამოკიდებულება და ასევე, ათმაგად დაგიბრუნებთ კონსტრუქციულ დამოკიდებულებას ყველას. ასე აღარ იქნება, როგორც ადრე იყო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.