სტრასბურგში 152 საქმე იქნა გაგზავნილი წელს, თქვენს დროს იყო 4 000, 5000, გამამტყუნებელი განაჩენი იყო 99%, გესმით რა ხდება?! - ირაკლი ღარიბაშვილი დავით ხაჯიშვილს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მთავრობის მეთაური პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს. პრემიერმა დავით ხაჯიშვილის კითხვას გამოუძიებელ საქმეებთან დაკავშირებით ასე უპასუხა:

 „მე არ ვიცი რა გამოუძიებელი საქმეებია, ყველაფერი გამოძიებულია, თუ რამე კითხვები გაქვთ, მიმართეთ სასამართლოს, ან მიბრძანდით სტრასბურგში. კიდევ გახსენებთ, რომ სტრასბურგში 152 საქმე იქნა გაგზავნილი წელს, თქვენს დროს იყო 4 000, 5000, გამამტყუნებელი განაჩენი იყო 99%, გესმით რა ხდება?!,“- მიმართა მთავრობის მეთაურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.