"როდემდე ეკეკლუცებით სეპარატისტებს?!"- რატომ გამართა ადა მარშანიამ იტალიის საელჩოსთან აქცია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა ჯგუფისთვის ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის 4 დეკემბერს 18:00 საათზე, ქალაქ ლამენცია-ტერმა კონფერენც-ცენტრ „პრაუნა“-ში აფხაზეთის დე-ფაქტო სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებთან „ჩატარდება ღონისძიება, მიძღვნილი რესპუბლიკა აფხაზია საერთაშორისო დიპლომატიურ სისტემაში“ პრეზენტაცია. პოლიტიკოსმა ადა მარშანიამ იტალიის საელჩოსთან აქცია გამართა, რომელიც მოითხოვს დაუყონებლივ რეაგირებას, ქალაქ ლამეცია-ტერმას მმართველთა მხრიდან. „ჰოთნიუსი“ ადა მარშანიასთან ინტერვიუს გთავაზობთ:


- ქალბატონო ადა, რა ინფორმაცია გაქვთ, რომ გვითხრათ?

- წავიკითხე ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც დადო ე.წ- მა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. ეს ადამიანი არის სპეციალური დავალებათა ელჩი. კვირას გავეცანი, შევეცადე არ გადამედო, მზადების დრო არ გვქონდა და რაღაც ფორმით პროტესტი უნდა დამეფიქსირებინა. ამას ემსახურებოდა ჩვენი პატარა, ბლიც-აქცია. მოვასწარი წერილის დაწერა, ოფიციალური საბუთია და ჩემივე ხელით გადავეცი ორშაბათს ბატონ ელჩს. ერთ-ერთ ქალაქში, ლამენციში ტარდება საერთაშორისო ფორმატში, ზოგი ონლაინ ერთვება, ზოგი ადგილზე არის მისული. მე ფორმულირება ძალიან მომხვდა თვალში, ადრეც ყოფილა მსგავსი კონტაქტები სეპარატისტებთან და იტალია ამით, სამწუხაროდ და საუბედუროდ, გამოირჩევა. ამ ფაქტებმა უკვე მიიღო სისტემური ხასიათი. იტალიის საელჩო რას აკეთებს, ჩემთვის გაუგებარია, მქონდა მძიმე საუბარი წარმომადგენლებთან და აბსოლუტურად მიუღებელი არგუმენტები ჰქონდათ.

-მიზეზი რა არის, ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ყველაფრის უკან შეიძლება რუსეთი დგას?

- არ ვიცი, შეიძლება. რუსეთი ითვალისწინებს იტალიას და საქართველოს არა? - ხოდა ისე უნდა მოვიქცეთ, რომ გაგვითვალისწინოს. მე ვწერ ელჩს წერილში, რომ გაეროს წევრი ქვეყნის წარმომადგენელი ხარ შენც და ჩვენც, ქვეყნების მთლიანობას პატივი უნდა სცეთ-თქო. მათ სისტემატიური კონტაქტი აქვთ სეპარატისტებთან, წლებია, ეს გრძელდება.

- რა პასუხი მიიღეთ?

-პასუხი მივიღე ისეთი, რომ მისაღები პასუხი არ არის ნამდვილად. სამწუხაროდ, ამას სისტემატიური ხასიათი აქვს. იქ წერია, რომ ეს იქნება პრეზენტაცია აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის დიპლომატიურ სისტემაში პრეზენტაცია, ძალიან სერიოზული ფორმულირებაა. ეს ადამიანი არის ოფიციალური წარმომადგენელი, დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროსი. ეს არ არის ვიღაც კერძო პირი, კერძო პირები არ აწყობენ ამ ყველაფერს. მერიაა ჩართული, ქალაქის საბჭოს წევრები და ამაშია საქმე. 1 საათი დავდექი სიმბოლურად საელჩოს წინ, პლაკატები სახელდახელოდ გამზადებული და მთავარია, საპროტესო წერილი გადავეცით ელჩს.

-აქციაზე თუ ჩამოვიდა ვინმე საელჩოდან?

-არავინ ჩამოსულა. მზად ყოფნაში იყო ყველანაირი ძალოვანი სტრუქტურა. წარმომადგენელი არავინ გამოსულა, არც ველოდი დიდად მათ რეაქციას. მე თავად დავრეკე და გამოვიდა წარმომადგენელი, ჩაიბარა ჩემი წერილი და აუცილებლად გადავცემ ელჩსო. ველოდებით პასუხს, ვერ გეტყვით, რომ დიდი იმედი გვაქვს პასუხის გაცემის, მაგრამ უნდა ნახოს, ვინ წერს ამ წერილს. მე ვარ ოფიციალური სტრუქტურის დეპუტატი, ავტონომიური რესპუბლიკის და კეთილი ინებოს და მომწეროს პასუხი აუცილებლად. მე მიმაჩნია, რომ ასეთი სახის პროტესტი ყოველთვის უნდა დავაფიქსიროთ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდი მადლობა თქვენ, რომ დაინტერესდით ამ საკითხით. იტალიის მხრიდან ეს არის ძალიან ცუდი საქციელი და მიეჩვია ამას. პლაკატზეც მიწერია- „როდემდე ეკეკლუცებით სეპარატისტებს?“ - შევახსენე, ვინ არის ეს ხალხი.

- ხომ არ აპირებთ, საქართველოს მთავრობას მიმართოთ?

- მე პირდაპირ ელჩს მივმართე იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობის იმედი დიდად არ მაქვს. საგაერო საქმეთა სამინისტროს მივმართე, არაერთი პოსტი მივუძღვენი და უნდა ნახონ, წესით.

ავტორი: გვანცა პეტრიაშვილი