რა ცვლილებები შედის კონსტიტუციაში - შალვა პაპუაშვილი "ვერსიასთან" განმარტავს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა დღეს თბილისში გაიმართა. ცვლილებების თანახმად, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ორპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი დგინდება.

ასევე, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად პარლამენტის წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხ წევრამდე მცირდება. ამავე პროექტით, იცვლება გენერალური პროკურორების არჩევის წესიც.

კონსტიტუციური კანონპროექტი 91 დეპუტატის ხელმოწერით, 29 ივნისს დაინიცირდა. ორპუნქტიან საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი „ქართული ოცნების“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოს“, „მოქალაქეების“ და „გირჩის“ წარმომადგენლებმა მოაწერეს.

კონსტიტუციაში შესული ცვლილებების დეტალებზე, „ვერსიასთან" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა:

„ცვლილებების პროექტი ინიცირებულია 19 აპრილის შეთანხმების შედეგად, რომელიც შეეხება 4 საკითხს - პირველ რიგში, საარჩევნო ბარიერის 5%-დან 2%-მდე დაწევას შემდეგი 2 მოწვევის პარლამენტისთვის, წინა არჩევნები მართალია 1%-იანი ბარიერით ჩატარდა, მაგრამ ზოგადი განაწესი კონსტიტუციაში 5%-ია.

მეორე საკითხია, რომ ფრაქციების შექმნის შესაძლებლობა ჰქონდეთ მომდევნო 2 მოწვევის პარლამენტში და დღეს არსებული ჩანაწერების მიხედვით, 7 დეპუტატის საჭიროების ნაცვლად, ამჯერად 4 დეპუტატი იქნება საჭირო.

ასევე ცვლილება შეეხება გენერალური პროკურორის არჩევის წესს. უბრალო უმრავლესობის ნაცვლად, 90 ხმის საჭიროების აუცილებლობა იქნება, იმ შემთხვევაში თუ 90 ხმა ვერ შეგროვდება ე.წ „დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმით“, უბრალო უმრავლესობით აირჩევა გენ. პროკურორი, კონსტიტუციით გათვალისწინებული 6 წლის ვადის მაგივრად, 1 წლის ვადით.

მეოთხე საკითხი შეხება რიგგარეშე არჩევნების ჩატარების წესს, 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში  დღეს არსებული რეგულაციით, ის ჩატარდება როგორც 2020 წლის არჩევნები ჩატარდა, 1%-იანი ბარიერით და შერეული პრინციპით 120-30-ზე, პროპორციულს და მაჟორიტარულს შორის, ხოლო ცვლილება ითვალისწინებს 2%-იან ბარიერს, რომელიც იქნება სრულად პროპორციული“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი

 ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი