"27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში" - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა, დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და მთავრობის წებრებთან ერთად, სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით,

მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

 

„27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყანას, სამშობლოს და თავი შესწირეს ერთიანი საქართველოს იდეას. ამ გმირებს ჰქონდათ ოცნება, ეს იყო ოცნება ერთიან საქართველოზე და მე დარწმუნებული ვარ, ეს ოცნება აუცილებლად ახდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.