იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც დაფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იქნება თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, თავისუფლება იქნება ამოსავალი წერტილი და განმსაზღვრელი პრინციპი.
„რაც შეეხება ორგანიზაციების თავისუფალ საქმიანობას, ამის მთავარი გარანტია იქნება გამჭვირვალობა. თქვენ იცით პრობლემებს რა ქმნის სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით, ქმნის ის, რომ ისინი არ არიან გამჭვირვალე და შესაბამისად, არ არიან ანგარიშვალდებული ქართველი ხალხის წინაშე, ქართული საზოგადოების წინაშე. ამისგან განსხვავებით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც დაფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იქნება თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე. ეს არის პრინციპული განსხვავება. გამჭვირვალობის პირობებში საზოგადოება დააკვირდება, თუ რამდენად სწორად ფინანსდება არასამთავრობო ორგანიზაციები და რეალურად რამდენად ხდება ამ ორგანიზაციების მიერ ეროვნული ინტერესების რეალიზება.
რაც შეეხება თავისუფლებას, თავისუფლება იქნება, რა თქმა უნდა, ამოსავალი წერტილი და განმსაზღვრელი პრინციპი, ამის გარეშე, იგივე რომ ავიღოთ კორუფციასთან ბრძოლა, ან ნებისმიერი სხვა ინსტიტუტების გაძლიერებასთან დაკავშირებული ამოცანები და ა.შ. თავისუფლების გარეშე ვერცერთის ამოცანა ეფექტიანად ვერ შესრულდება. იმის გამო, რომ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა არ იყო გამჭვირვალე, არ ეძღვნებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ისინი სინამდვილეში იყვნენ დაკავებული პოლიტიკური საქმიანობით. აქ იქნება ყველაფერი განსხვავებულად, ორგანიზაციების საქმიანობა იქნება გამჭვირვალე, ამოცანები იქნება შესატყვისობაში სრულად საქართველოს ეროვნულ ამოცანებთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავნერგავთ თვისებრივად ჯანსაღ და განსხვავებულ პრაქტიკას, იმისგან განსხვავებულს, რაც იყო მანამდე დაკავშირებული ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასთან“, - განაცხადა პრემიერმა.
იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც დაფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იქნება თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე - ირაკლი კობახიძე
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი