უმძიმესი ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ სწორედ საზოგადოების მხარდაჭერით მოვახერხეთ საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება და ამ ყველაფერს ვერავინ შეარყევს - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შესაძლოა, ხელისუფლების მისამართით გაჟღერებული უსამართლო და უსაფუძვლო განცხადებების მიზანია საარჩევნო შედეგებზე გავლენის მოხდენა, თუმცა ყველას ვპირდები, რომ ასეთი განცხადებები არჩევნების შედეგებზე  გავლენას ვერ მოახდენს, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაზე ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებებს შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, უმძიმესი ზეწოლის მიუხედავად, ხელისუფლებამ საზოგადოების მხარდაჭერით მოახერხა საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება და ამ ყველაფერს ვერავინ შეარყევს.

„საზოგადოებამ ძალიან კარგად ისწავლა ყველაფრის გაანალიზება. ამ საზოგადოებას აქვს უკვე 35 წლიანი გამოცდილება, ეს საზოგადოება გამოცდილია უკვე ბევრად უფრო მეტად, ვიდრე ბევრი სხვა ქვეყნის გამოცდილება. ჩვენ ისეთი სირთულეები, ისეთი პრობლემები გამოვიარეთ ამ 35 წლის მანძილზე, რომ ყველაფერთან ერთად დავაგროვეთ საზოგადოების გამოცდილება და სწორედ, საზოგადოების გამოცდილების დამსახურებაა ის, რომ ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, მაშინ, როდესაც საქართველო, უკრაინასთან ერთად იყო პირველი რისკის მქონე ქვეყანა მთელ ამ რეგიონში. ამის მიუხედავად, უმძიმესი ზეწოლის მიუხედავად, გახსოვთ, როგორი კოორდინირებული ზეწოლა იყო, სანქციებთან მიერთება, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა, კულისებში რა ხდებოდა ამაზე აღარაფერს ვამბობ, ამხელა ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ, სწორედ, საზოგადოების მხარდაჭერით მოვახერხეთ საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება და, არა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვერავინ შეარყევს,“- განაცხადა პრემიერმა.