კვარაცხელიას თამაშის ნაცვლად, ექსკურსია ციხეში

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მიმდინარე სეზონში, იტალიის ჩემპიონატში, „ნაპოლი“ მეორედ დამარცხდა. ამის მიუხედავად, ლუჩანო სპალეტის შეგირდები გათამაშებას ერთპიროვნულად იდერობენ და სასწაული უნდა მოხდეს, წელს ოქროს მედლები ხელიდან რომ გაუშვან. „ლაციოსთან“ წაგებულ შეხვედრაში, სრულად ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ნამატჩევს თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი ვყელაზე მაღალი შეფასება მიიღო, მაგრამ ვაღიაროთ - სპალეტის მისმა ვიზავიმ, მაურიციო სარიმ ტაქტიკურად აშკარად აჯობა და მეტოქე გუნდის ლიდერებს ფეხი არ გაანძრევინა. რა თქმა უნდა, ნეაპოლში ამის გამო ტრაგედია არავის შეუქმნია, პირიქით, ქალაქი საზეიმო ღონისძიებისთვის ემზადება, იქ ჩემპიონობას გრანდიოზულად აღნიშნავენ, მანამდე კი...

კვარაცხელიას მატჩებს საქართველოდან ჩასული თუ ემოგრანტი ქართველი ქომაგები მუდმივად ესწრებიან. „ლაციოსთან“ შეხვედრამდეც, ნეაპოლის კაპოდიკინოს აეროპორტში, ქართული ლაინერი დაეშვა და ერთ-ერთ მგზავრს, სტადიონის ნაცვლად, თავი პოლიციის განყოფილებაში უკრეს.

„დაკავებულია ინტერპოლით ძებნილი 38 წლის მამაკაცი, რომელსაც 2012 წელს, საბერძნეთის სასამართლომ, ორი ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის, მას დაუსწრებლად 10-წლიანი სასჯელი შეუფარდა. ახლა მიმდინარეობს დოკუმენტების გაკეთება მისი საბერძნეთში ექსტრადაციისთვის“,-ნათქვამია იტალიელი კარაბინერების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გავიგეთ, დაკავებული ირაკლი ნარიმანიძეა, რომელსაც აღნიშნული დანაშაულის ჩადენას ედავებიან. საინტერესოა, რომ ნარიმანიძე პრაქტიკულად არ იმალებოდა და ნეაპოლშიც თამამად ჩავიდა. ის, რომ მას ბერძენ სამართალდამცავებთან გარკვეული პრობლემები ჰქონდა, მისი ოჯახის წევრებმაც იცოდნენ და მისმა მეგობრებმაც, თუმცა თუ საქმე ასე რთულად იყო, წესით არ უნდა სცოდნოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფეხბურთო მატჩის სანახავად იტალიაში ნამდვილად არ ჩავიდოდა. და ერთიც, ნარიმანიძის ექსტრადაციის საკითხი იტალიის სასამართლომ უდნა გადაწყვიტოს და ბერძნულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ დანაშაული, რის გამოც ქართველი დააკავეს, სწორედ ნარიმანიძის ჩადენილია.