ყატარში, მსოფლიოს 22-ე საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება - კალენდარი

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2022 წელი... ყატარი... მსოფლიოს 22-ე საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება. იწყება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უინტერესო მატჩთ, მაგრამ რას ვიზამთ - ტრადიციაა ასეთი - მუნდიალი ან მასპინძელი ქვეყნის ნაკრებმა უნდა გახსნას, ან მოქმედმა ჩემპიონმა და ახლა ასე გადაწყდა - გახნითი მატჩი ყატარი-ეკვადორია. რამდენად საინტერესო იქნება შეხვედრა, თავად განსაჯეთ, მაგრამ შეხვედრას წინ სერიოზული სკანდალი უძღვის. გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული შეხვედრა უკვე ჩაწყობილია და ის ყატარელთა სასარგებლოდ 1:0 დასრულდება, გადამწყვეტი გოლი კი მეორე ტაიმში გავა. პიროვნებამ, ვინც ეს ამბავი გაავრცელა, თავის დროზე, სხვა მსოფლიოს ჩემპიონატებზეც თქვა ანალოგიური რამ, თანაც სამჯერ და... სამივეჯერ გაარტყა.

ყატარის მუნდიალი იმითი იქნება გამორჩეული, რომ ნაკრებების კაპიტნებს ლგბტ თემის მხარდამჭერი სამკავურების გაკეთებას უკრძალავენ, რადგან ეს იქაური წესებით კანონით ისჯება. კანონით ისჯება ალკოჰოლის გაყიდვაც და ლუდის გარეშე როგორი საყურებელია ფეხბურთი, თავად განსაჯეთ. ამასთან ერთად, ყატარის სასტუმროებში, წყვილებს არ შეუშვებენ, თუ ისინი არ წარადგენენ ქორწინების მოწმობას, რადგან ესეც იქაური კანონით ისჯება.

აქამდე მსოფლიოს ჩემპიონატი 8 ნაკრებს აქვს მოგებული და თუ გუნდების შემადგენლობას გადავხედავთ, გვეეჭვება, მათ რიგებს ვინმე ახალი მიემატოს. მთავარ ფავორიტად საბუკმეიკერო კანტორები ბრაზილიას ასახელებენ, მაგრამ ბრაზილია იყო უმთავრესი ფავორიტი თუნდაც 1998 წელს, როცა საფრანგეთთან 3:0 წააგო. ასე, რომ ეს არის ტურნირი, სადაც ფავორიტი ერთი ვერანაირად ვერ იქნება და ყველა შეხვედრაში მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო. სიურპრიზებს ელიან ბელგიის ნაკრებისგან, რომელსაც მართლაც საინტერესო შემადგენლობა ჰყავს და აუცილებლად გამოჩნდება რომელიმე აფრიკული ქვეყანა, რომელიც გრანდებს გაამწარებს. ასეა თუ ისე, ერთი თვე მსოფლიო ფეხბურთით იცხოვრებს და ახლა საუბრები იმაზე, რომ ყატარელმა შეიხებმა ეს მუნდიალი იყიდეს, რომ ჰაერის ტემპერატურა საუკეთესო შემთხვევაში 27 გრადუსი იქნება და ის ნაკრებები, რომლებიც შედარებით ადრე ითამაშებენ, დაიტანჯებიან, არაფრისმომცემია. 12 წელი ჰქონდა ყატარს ამ ჩემპიონატის მოსამზადებლად და ახალი სტადიონები კი არა, ქვეყანაში სპეციალურად ამისთვის ახალი ქალაქი აშენდა, ხოლო სტადიონებზე... გაგრილების სისტემები დაყენდა, გიგანტური ზომებისა და მასშტაბების, რასაც ყველა ერთად უკვე დღეიდან ვნახავთ.

ქვემოთ იმ ქვეყნების ჩამონათვალსა და ფინალური შეხვედრის ანგარიშებს გაგაცნობთ, სადაც წინა 21 ჩემპიონატი ჩატარდა. საინტერესო ის გახლავთ< რომ 2002 წლის შემდეგ, ანუ 20 წელია, მსოფლიო თასს მხოლოდ ევროპული ნაკრებები იგებენ და არც თუ სასიამოვნო ტრადიციის დარღვევას ახლა ბრაზილია და არგენტინა შეეცდებიან. რატომ ესენი? ევროპელების გარდა, გამარჯვების რეალური შანსი სწორედ ამ ორ ნაკრებს აქვს.

1930წ. ურუგვაი - ურუგვაი 4:2 არგენტინა

1934წ. იტალია - იტალია 2:1 დ.დ. ჩეხოსლოვაკია

1938წ. საფრანგეთი -  იტალია 4:2 უნგრეთი

1950წ. ბრაზილია - ურუგვაი 2:1 ბრაზილია

1954წ. შვეიცარია - დას. გერმანია 3:2 უნგრეთი

1958წ. შვედეთი - ბრაზილია 5:2 შვედეთი

1962წ. ჩილე - ბრაზილია 3:1 ჩეხოსლოვაკია

1966წ. ინგლისი - ინგლისი 4:2 დ.დ. დას. გერმანია

1970წ. მექსიკა - ბრაზილია 4:1 იტალია

1974წ. დას.გერმანია - დას. გერმანია 2:1 ნიდერლანდები

1978წ. არგენტინა - არგენტინა 3:1 დ.დ. ნიდერლანდები

1982წ. ესპანეთი - იტალია 3:1 დას. გერმანია

1986წ. მექსიკა - არგენტინა 3:2 დას. გერმანია

1990წ. იტალია - დას. გერმანია 1:0 არგენტინა

1994წ. აშშ - ბრაზილია 0:0 (3:2 პენ.) იტალია

1998წ. საფრანგეთი - საფრანგეთი 3:0 ბრაზილია

2002წ. ს.კორეა/იაპონია - ბრაზილია 2:0 გერმანია

2006წ. გერმანია - იტალია 1:1 (5:3 პენ.) საფრანგეთი

2010წ. ს. აფრიკა - ესპანეთი 1:0 დ.დ. ნიდერლანდები

2014წ. ბრაზილია - გერმანია 1:0 დ.დ. არგენტინა

2018წ. რუსეთი - საფრანგეთი 4:2 ხორვატია

2022წ. ყატარი -

 

მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარი

A ჯგუფი

20.11.2022  20:00         ყატარი – ეკვადორი

21.11.2022  20:00         სენეგალი – ნიდერლანდები

25.11.2022  17:00        ყატარი – სენეგალი

25.11.2022  20:00       ნიდერლანდები – ეკვადორი

29.11.2022  19:00         ეკვადორი – სენეგალი

29.11.2022  19:00         ნიდერლანდები – ყატარი

B ჯგუფი

21.11.2022  17:00         ინგლისი – ირანი

21.11.2022  23:00         აშშ – უელსი

25.11.2022  14:00        უელსი – ირანი

25.11.2022  23:00       ინგლისი – აშშ

29.11.2022  23:00         ირანი – აშშ

29.11.2022  23:00         უელსი – ინგლისი

C ჯგუფი

22.11.2022  14:00         არგენტინა – ს. არაბეთი

22.11.2022  20:00        მექსიკა – პოლონეთი

26.11.2022  17:00        პოლონეთი – ს. არაბეთი

26.11.2022  23:00       არგენტინა – მექსიკა

30.11.2022  23:00         ს. არაბეთი – მექსიკა

30.11.2022  23:00         პოლონეთი – არგენტინა

D ჯგუფი

22.11.2022  17:00         დანია – ტუნისი

22.11.2022  23:00        საფრანგეთი – ავსტრალია

26.11.2022  14:00       ტუნისი – ავსტრალია

26.11.2022  20:00      საფრანგეთი – დანია

30.11.2022  19:00         ავსტრალია – დანია

30.11.2022  19:00        ტუნისი – საფრანგეთი

E ჯგუფი

23.11.2022  17:00         გერმანია – იაპონია

23.11.2022  20:00        ესპანეთი – კოსტა რიკა

27.11.2022  14:00        იაპონია – კოსტა რიკა

27.11.2022  23:00        ესპანეთი – გერმანია

01.12.2022  23:00         კოსტა რიკა – გერმანია

01.12.2022  23:00         იაპონია – ესპანეთი

F ჯგუფი

23.11.2022  14:00         მაროკო – ხორვატია

23.11.2022  23:00         ბელგია – კანადა

27.11.2022  17:00         ბელგია – მაროკო

27.11.2022  20:00        ხორვატია – კანადა

01.12.2022  19:00         კანადა – მაროკო

01.12.2022  19:00         ხორვატია – ბელგია

G ჯგუფი

24.11.2022  23:00         ბრაზილია – სერბეთი

24.11.2022  14:00         შვეიცარია – კამერუნი

28.11.2022  20:00        ბრაზილია – შვეიცარია

28.11.2022  14:00        კამერუნი – სერბეთი

02.12.2022  23:00         სერბეთი – შვეიცარია

02.12.2022  23:00         კამერუნი – ბრაზილია

H ჯგუფი

24.11.2022  17:00         ურუგვაი – სამხ. კორეა

24.11.2022  20:00        პორტუგალია – განა

28.11.2022  17:00        სამხ. კორეა – განა

28.11.2022  23:00        პორტუგალია – ურუგვაი

02.12.2022  19:00         განა – ურუგვაი

02.12.2022  19:00         სამხ. კორეა – პორტუგალია

1/8 ფინალი

 

03.12 19:00სთ.

A1-B2

03.12 23:00სთ.

C1-D2

04.12 19:00სთ.

D1-C2

04.12 23:00სთ.

B1-A2

05.12 19:00სთ.

E1-F2

05.12 23:00სთ.

G1-H2

06.12 19:00სთ.

F1-E2

06.12 23:00სთ.

H1-G2

1/4 ფინალი

09.12 19:00სთ.

E1-F2 – G1-H2

09.12 23:00სთ.

A1-B2 – C1-D2

10.12 19:00სთ.

F1-E2 – H1-G2

10.12 23:00სთ.

D1-C2 – B1-A2

1/2 ფინალი

13.12 23:00სთ.

E1-F2/G1-H2 – A1-B2/C1-D2

14.12 23:00სთ.

F1-E2/H1-G2 – D1-C2/B1-A2

III ადგილი

17.12.19:00სთ.

ფინალი

18.12.19:00სთ.