ნახეთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესპანეთის, შოტლანდიის, ნორვეგიისა და კვიპროსის ნაკრებებს შეხვდება. გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გამართულ წილისყრაზე, ევროპის სამოცდასამი ქვეყნის ნაკრები ათ ქვეჯგუფში გადანაწილდა. აქედან შვიდი ექვსგუნდიანი ჯგუფია, სამი - შვიდგუნდიანი. საქართველო ექვსგუნდიან A ჯგუფში მოხვდა, საიდანაც მხოლოდ ორი საუკეთესო მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატის საგზურს.

ევრო-2024-ის შესარჩევი შეხვედრები 2023 წლის მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. საქართელოს ნაკრები ხუთივე მეტოქესთან ორ-ორჯერ ითამაშებს.

ქართველი ფეხბურთლები ევროპის მომავალ ჩემპიონატზე მოსახვედრად კიდევ ერთ ტურნირზე იბრძვიან და მიზანს ორიოდ თამაშის მოგება აშორებთ - თუ ევროპის ერთა ლიგაზე საქართელოს ნაკრები ჯერ ყაზახეთს დაამარცხებს და შემდეგ თურქეთისა და საბერძნეთის წყვილში გამარჯვებულს, ფინალურ ეტაპზე გავა. თუმცა, ერთა ლიგის პლეი ოფის მატჩები ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური შესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგ გაიმართება და თუ საქართველო ჯგუფში დაიკავებს პირველ ან მეორე ადგილს, ერთა ლიგის გადამწყვეტი შეხვედრები აღარ დასჭირდება.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით, გერმანია უმასპინძლებს.

 

„რადიო თავისუფლება“