გრაინერს რუსეთში 9 წელი მიუსაჯეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრიტნი გრაინერი ამერიკული კალათბურთის ლეგენდაა. 31 წლის გოგო ამერიკის ქალთა ნაკრებთან ერთად, ოლიმპიური ჩემპიონი ორჯერ გახდა და თანაც გუნდის გამორჩეული ლიდერი იყო. როცა ამერიკაში სეზონთაშორისო შესვენება იყო, ბრიტნი რუსეთში ჩადიოდა და საუკეთესო რუსულ კლუბში, ეკატერინბურგში“ თამაშობდა.

მიმდინარე წლის 17 თებერვალს, უკრაინაში შეჭრამდე ერთი კვირით ადრე, გრაინერი სამშობლოში ბრუნდებოდა და აეროპორტში შეაჩერეს. მისი ჩხრეკის დროს, ელექტრო-სიგარეტის კარტრიჯებში კანაფის ზეთის შემცველი ნივთიერება აღმოჩნდა. გრაინერმა განაცხადა, რომ ადრეც არაერთხელ გადაუკვეთავს საზღვარი ამ ნივთებით და პრობლემა არასოდეს ჰქონია, რადგან ეს შემცველობა ევროპის ყველა ქვეყანასა და ამერიკაში დაშვებულია.

კალათბურთელი მაშინვე დააკავეს და მას ბრალად ნარკოტიკების კონტრაბანდა წაუყენეს. ამერიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინვე თქვა, რომ ამ ყველაფერს პროვოკაციის სუნი ასდიოდა და გრაინერს რაღაცისთვის იტოვებდა რუსეთი. შედეგად, ცნობილ კალათბურთელს 4 აგვისტოს 9-წლიანი სასჯელი მიუსაჯეს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით, თუმცა რუსული მხარე წინააღმდეგი არ არის, გოგონა რომელიმე პატიმარში გაცვალოს. ახლა, ამერიკა ელოდება, ვის გათავისუფლებას მოითხოვს ოფიციალური რუსეთი გრაინერის სანაცვლოდ.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე