გადაწყდა - მამარდაშვილი „ვალენსიას“ ძირითადი მეკარეა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მას შემდეგ, რაც ესპანური „ვალენსიას“ თავკაცად ჯენარო გატუზო დაინიშნა, გაჩნდა მოლოდინი, რომ იტალიელი სპეციალისტი მეკარეების ორტაციას დაიწყებდა და ჰოლანდიის ნაკრების კარის დარაჯ იასპერ სილესენსა და ჩვენს გიორგი მამარდაშვილს შორის არჩევანს გააკეთებდა. გასული სეზონი ამ მეკარეებმა პრაქტიკულად სანახევროდ ითამაშეს და ეს კლუბს აშკარად არ წაადგა. გულშემატკივრები ამბობდნენ კიდეც, ერთ მეკარეს ვენდოთო და...

„გატუზომ არჩევანი უკვე გააკეთა და „ვალენსიას“ ძირითადი მეკარე მამარდაშვილი იქნება. მეტიც, იტალიელმა სპეციალისტმა გიორგის უშუალო კონკურენტ სილესენს პირდაპირ უთხრა, რომ 1 სექტემბრამდე ახალი გუნდი მოძებნოს, რადგან თამაშის შესაძლებლობა დიდი ალბათობით, საერთოდ არ ექნება. ჰოლანდიის ნაკრების კიპერი ახალ კლუბს გამწრებული ეძებს, რადგან წელს მსოფლიოს ჩემპიონატია და სათამაშო პრაქტიკა თუ არ ექნება, ნაკრებში არავინ დაუძახებს“,-წერს ესპანური მედია.