ოდეს ტურფა გაიაფდეს, ანუ რონალდუ აღარავის სჭირდება

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კრიშტიანუ რონალდუ არამარტო თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავი გახლავთ, არამედ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და არაერთი რეკორდის მფლობელია. მართალია, პორტუგალიელი 5 თებერვალს 37 წლის გახდა, მაგრამ უმაღლეს დონეზე თამაშს აგრეძელებს და გოლებიც სტაბილურად გააქვს. ის ახლა „მანჩესტერ იუნაუტედის“ ღირსებას იცავს და ძალიან უნდა კლუბი გამოიცვალოს, რადგან მანჩესტერელები ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდნენ, კრიშტიანოს კი ამ ტურნირზე ასპარეზობა სურს. ჰოდა, მან ხმამაღლა და გარკვევით თქვა, გუნდიდან მინდა წასვლა და ნებისმიერ მსურველს, რომელიც ლიგაზე ასპარეზობს, დაველაპარაკებიო.

ყველას ეგონა, რომ რონალდუს რიგი დაუდგებოდა, მაგრამ... მისი გადაბირება არავის სურს. ჯერ ერთ, ასაკის გამო მასზე გრძელვადიან გათვლას ვერცერთი კლუბი ვერ აკეთებს და მეორეც - პორტუგალიელს წლიურად ყველაზე ცოტა, 20 მილიონი სჭირდება ჯამაგირად, ამხელა თანხის გადახდის თავი კი ძალიან ცოტას აქვს. ამიტომაც, რონალდუზე ერთი-მეორის მიყოლებით, უარი თქვა „ბაიერნმა“, „ჩელსიმ“, „ატლეტიკომ“, „რეალმა“, „სიტიმ“, „ბარსელონამ“, „მილანმა“.

სამაგიეროდ, ფარერულმა „კლაკსვიკმა“, რომელიც არაპროფესიონალი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და იქ ძირითადად მეცხვარეები და მეთევზეები თამაშობენ, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მზად არის, რონალდუს სანაცვლოდ 20 რჩეული ცხვარი გადაიხადოს და იქვე დააყოლა, ვინც არ იცის, ფარერული ცხვრის გემო, არ გაიცინოსო. რა თქმა უნდა, რონალდუ ცხვრებზე არ გაიყიდება, მაგრამ... ფეხბურთელი, რომელიც 100 მილიონზე მეტი ღირდა, ახლა 20 ცხვრად ფასობს.