კვარაცხელიას კიდევ ერთი აღიარება

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიური „ნაპოლის“ მაისური მოირგო, დღე არ გავა, ევროპულმა პრესამ მასზე არ დაწეროს. ყველა თანხმდება იმაზე, რომ იტალიურმა კლუბმა მოახერხა და სულ რაღაც 10 მილიონად, ხელში ნამდვილი მარგალიტი ჩაიგდო. ზოგიერთი ჟურნალისტი იმასაც კი ხუმრობს, კვარაცხელია ამხანაგურ მატჩებში ისე თამაშობს, შესაძლოა „ნაპოლიში“ სეზონი არ დააწყებინონ და ის რომელიმე გრანდმა ახლავე იყიდოსო. ეს რა თქმა უნდა, ძალიან რთულად წარმოსადგენია, მაგრამ ქართველის გვარი ტოპ-კლუბის მენეჯერებმა უკვე რომ მოინიშნეს, ადვილი მისახვედრია.

გასულ უქმეებზე, ევროპულმა სააგენტოებმა, ზაფხულის უმნიშვნელოვანესი ტრანსფერები გამოაქვეყნეს. წამყვანი 5 ჩემპიონატიდან, მათ 2-2 ტრანსფერი გამოარჩიეს და რაოდენ სასიხარულოა, რომ ამ ჩამონათვალში, ანუ იტალიის ჩემპიონატის ორ უმნიშვნელოვანეს ტრანსფერში, ხვიჩას გვარიც წერია. თუ რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი, დანარჩენ გვარებს გადახედეთ და მიხვდებით:

ესპანეთის პრიმერადივიზიონი: რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა“), ანტონიო რუდიგერი („რეალი“);

ინგლისის პრემიერლიგა: ერლინგ ჰაალანდი („მანჩესტერ სიტი“), გაბრიელ ჟეზუში („არსენალი“);

საფრანგეთის I დივიზიონი: ალექსანდრ ლაკაზეტი („ლიონი“), ვიტინია („პსჟ“);

გერმანიის ბუნდესლიგა: სადიო მანე („ბაიერნი“), მარიო გიოტცე („აინტრახტი“);

იტალიის სერია A: დივოკ ორიჯი („მილანი“), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“).