ევროპის ჩემპიონატისთვის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა ღირს საქართველოს ნაკრების თამაშზე დასასწრები აბონიმენტი?

1 სექტემბერს, თბილისში ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი გაიმართება. ასეთი დონის გუნდურ შეჯიბრს, თანაც უფროსებში, საქართველო პირველად მასპინძლობს და ამიტომ, მისთვის განსაკუთრებული მზადება მიმდინარეობს. უკვე ცნობილია, რა ეღირება ბილეთები თუ აბონიმენტები აღნიშნულ შეხვედრებზე დასასწრებად და რაღა თქმა უნდა, ყველაზე დიდი მოთხოვნა იმ მატჩებზეა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრები იღებს. მაშ ასე:

1-ლი იარუსი – ერთი მატჩის ფასი (დღის ბოლოს თამაში საქართველოს ნაკრების მონაწილეობით):

  1. VIP 1 – 130-150 ლარი; 2. VIP 2 – 130-150 ლარი; 3. A კატეგორია – 110 ლარი

მე-2 იარუსი – ერთი მატჩის ფასი (დღის ბოლოს თამაში საქართველოს ნაკრების მონაწილეობით):

  1. A კატეგორია – 60 ლარი; 2. B კატეგორია – 50 ლარი; 3. C კატეგორია – 45 ლარი; 4. D კატეგორია – 40 ლარი; 5. E კატეგორია – 35 ლარი; 6. F კატეგორია – 20 ლარი

1-ლი იარუსი – პირველი ორი მატჩის ფასი:

  1. VIP 1 – 180-230 ლარი; 2. VIP 2 – 180-230 ლარი; 3. A კატეგორია – 160 ლარი

მე-2 იარუსი – პირველი ორი მატჩის ფასი:

  1. A კატეგორია – 100 ლარი; 2. B კატეგორია – 90 ლარი; 3. C კატეგორია – 80 ლარი; 4. D კატეგორია – 70 ლარი; 5. E კატეგორია – 60 ლარი; 6. F კატეგორია – 45 ლარი

ერთი შეხედვით, ბილეთები იაფი არაა, მაგრამ, ჯერ ერთი, ძალიან მღალი დონის ტურნირია და მეორეც, საქართველოში ჩვენი ჯგუფის ბინადრების, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროს და ესპანეთის გულშემატკივრებს ელიან, რომლებსაც ბილეთის ფასის გადახდა არ უნდა გაუჭირდეთ, მაგრამ... საქართველოში ქართველი ქომაგი მეტი რომ უნდა იყოს ტრიბუნაზე, ადვილი მისახვედრია და ეგებ ესეც გაეთვალისწინებინათ.

ბარემ, იმ 18-კაციან შემადგენლობასაც გაგაცნობთ, რომელიც ჩვენი ნაკრების თავკაცმა, ილიას ზუროსმა დაასახელა და რომელი კალათბურთელებიც, ევრობასკეტზე ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავენ. მაშ ასე, საქართველოს ნაკრები: რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, ბექა ბექაური, მიხეილ ბერიშვილი, გოგა ბითაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, ბექა ბურჯანაძე, კახა ჯინჭარაძე, გიორგი კორსანტია, ილია ლონდარიძე, სანდრო მამუკელაშვილი, ლუკა მაზიაშვილი, თად მაკფადენი, ალექსანდრე ფევაძე, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, გიორგი ცინცაძე.