ვინ არის იონ ტირიაკი?

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩოგბურთის ახალგაზრდა გულშემატკივრებს იონ ტირიაკის სახელი ალბათ ბევრს არაფერს ეუბნება, მაგრამ ძველებს ის აუცილებლად ემახსოვრებათ, თუნდაც მისი უცნაური ულვაშის გამო. ტირიაკს ადრეც და ახლაც, უზარმაზარი ულვაში უმშვენებდა სახეს. ჰოდა, ეს რუმინელი ბერიკაცი საინტერესო მიზეზის გამო გაგვახსენდა...

 

ევროპულმა სააგენტოებმა იმ ჩოგბურთელების სია ჩამოწერეს, ვისაც კარიერის შემდეგ სოლიდური შემოსავალი გაუჩნდა და ზოგმა ბიზნესით, ზოგმაც კი სარეკლამო საქმიანობით, ეს შემოსავალი გაზარდა. სიაში მეათე ადგილზე ლეგენდარული ჯონ მაკონროია, რომლის ქონება დღეის მდგომარეობით 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული. მაკონროი დღემდე აქტიურად არის ჩართული საჩოგბურთო საქმეებში და დიდ ტურნირებზე კომენტატორობის გარდა, ექსპერტობასაც ითავსებს.

მეცხრე ადგილზე ასევე 100 მილიონით ბრიტანელი ენდი მარია, მერვე ადგილი 135 მილიონით რუს მარია შარაპოვას უკავია, შემდეგ მოდის ლეგენდარული პიტ სამპრასი 150 მილიონით, არანააკლებ ლეგენდარული ანდრე აგასი 175 მილიონით, ამერიკელი სერენა უილიამსი, რომლის ქონებაც 180 მილიონად არის შეფასებული, ამდენივე 180 მილიონით მეოთხე ადგილზე ესპანელი რაფაელ ნადალია, 200 მილიონით მესამეა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, მეორე ადგილს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო როჯერ ფედერერი იკავებს 450 მილიონი დოლარით და... პირველ ადგილზე იონ ტირიაკი გახლავთ... 2 მილიარდი დოლარით. ჰო, კარიერის დასრულების შემდეგ, საჩოგბურთო აგენტობითა და სხვადასხვა ბიზნესით, ამ კაცმა ქონება 2 მილიარდამდე გაზარდა. ბოროტი ენები კი ამბობენ, ჩაუშესკუს მეგობარი იყო და ფლიც სწორედ დიქტატურის დროს დააგროვაო, მაგრამ ფაქტია - ეს კაცი ჩოგბურთელებს შორის ყველაზე მდდიდარია, რუმინეთში მაცხოვრებლებს შორის კი სიმდიდრით მესამე პოზიციას იკავებს.