გაუგონარი კონტრაქტი მბაპეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის“ ფორვარდს კილიან მბაპეს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი ზუსტად ერთ კვირაში ეწურებოდა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ძალიან ახლოს იყო კლუბის გამოცვლასთან. მისი გადაბირების სურვილი მადრიდის „რეალს“ ჰქონდა, თუმცა მხარეები ფინანსურ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.  23 წლის შემტევს წლიურ ხელფასად 50 მილიონი სურდა და ამას გარდა, სარეკლამო უფლებებსაც თავისთვის იტოვებდა და იმის გამო, რომ „რეალი“ მას ხელში უფასოდ ჩაიგდებდა, ბონუსის სახით 150 მილიონსაც ითხოვდა. „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტმა პლორენტინო პერესმა განაცხადა, ჯერ არ გავგიჟებულვარ და მბაპემ მადლობა თქვას, მსოფლიოს ყველაზე დიდ კლუბში თამაშის შესაძლებლობა რომ აქვსო, თუმცა, როგორც ჩანსს, კილიანს ფული არანაკლებ აინტერესებს. საბოლოოდ, მისმა აგენტმა მოლააპარაკებები კვლავ „პარი სენ ჟერმენის“ მფლობელებთან, არაბ შეიხებთან გააბა და...

„მბაპემ ფრანგულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან ერთჯერადი ბონუსის სახით, 300 მილიონი ევრო მიიღო, კვირაში კი მისი ხელფასი მილიონი ევრო იქნება, ეს პრემიების გარეშე. ამასთან, მბაპეს აქვს უფლება, რეკლამებიდან შესული თანხა სრულად დაიტოვოს (რაც კიდევ დამატებით 50 მილიონია) და ამავდროულად, ის მონაწილეობას მიიღებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, როგორიც არის მთავარი მწვრთნელისა და სპორტული დირექტორის დანიშვნაა, გუნდში ახალი ფეხბურთელების აყვანა და გაშვება. მოკლედ რომ ვთქვათ, მბაპე არის ყველაფერი ამ კლუბში და მისი კაპრიზების დაკმაყოფილება პარიზელებს საერთო ჯამში რვაას მილიონ ევროზე მეტი უჯდებათ, რაც თანამედროვე ფეხბურთშიც კი, გაუგონარი ციფრია“,-წერს ფრანგული მედია.

სხვათა შორის, ამ ამბის გამოცხადების შემდეგ, პარიზზელ გულშემატკივარს უკმაყოფილება არ დაუმალავს და ისინი ერთხმად აღნიშნავენ, რომ მბაპე ამ დანახარჯად არ ღირდა.