ქართველმა გოგონებმა მსოფლიო თასი მოიგეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ტაილანდის ქალაქ პატაიაში ეტლით მოფარიკავეთა შორის, საქართველოს ქალთა ნაკრებმა დამაჯერებლად იასპარეზა. ჩვენი გუნდის ღირსებას ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი იცავდნენ. ქართველი გოგონები ფინალამდე თითქოს მარტივად მივიდნენ, ფინალში კი იტალიის უძლიერეს გუნდს შეხვდნენ. დრამატული შეხვედრა 42:41 საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა და ქართველებმა სამშობლოში ოქროს მედალი წამოიღეს. მესამე ადგილი ჰონგ კონგელებს ერგოთ.