ჯოჯუა ისევ დამარცხდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

27 წლის ქართველი მებრძოლი, ლიანა ჯოჯუა UFC-ში წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, რანგით დაბალ ლიგაშ გადავიდა და ბედი იქ სცადა. მისი მეტოქე Ares Fc0ში რუსი დარია ჟელეზნიაკოვა იყო. ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, ლიანას აუცილებლად უნდა მოეგო, რათა შემდგომში მასთან შეხვედრის სურვილი არაერთ სპორტსმენს გასჩენოდა და რაც მთავარია, ორგანიზატორებსაც ჰქონოდათ სურვილი, რომ ლიანასთან მსუყე კონტრაქტი გაეფორმებინათ.

მართალია, ჯოჯუამ სამი რაუნდი გაძლო, მაგრამ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, რუსმა სპორტსმენმა გაიმაარჯვა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება ლიანას მომავალი მეტოქე, მაგრამ ყველა აღნიშნავს, რომ შემდეგ ბრძოლაში მარცხის შემთხვევაშ, მას უბრალოდ მოწინააღმდეგის მოძებნა გაუჭირდება.