კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ(FIBA) რუსეთის ეროვნულ ნაკრებს აუკრძალა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა და შესაბამისი შესარჩევი ჯგუფიდან მოხსნა. FIBA-მ ამ ტურნირში მონაწილეობა აუკრძალა ბელარუსის ნაკრებსაც.
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ 18 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოხსნა რუსეთის ქალთა ეროვნული ნაკრებიც. მანამდე, 2022 წლის მარტში, FIBA-მ რუსულ გუნდებს აუკრძალა 3х3-ის ტურნირებში მონაწილეობა.უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო, რუსეთის გუნდები საერთაშორისო ტურნირებს ჩამოაშორეს სპორტის არაერთ სახეობაში.
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთი მოხსნა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი