21 წლის ბავშვი კვირაში 440 ათასს მიიღებს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დასრულდა საგა, სახელად, ერლინგ ჰოლანდი. დორტმუნდის „ბორუსიას“ 21 წლის ფორვარდზე ევროპის ტოპ-კლუბები ნადირობდნენ და საბოლოო ჯამში, ნორვეგიელი შემტევი „მანჩესტერ სიტის“ ერგო. გერმანული კლუბის სამწუხაროდ, ჰოლანდის კონტრაქტში იყო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მას კლუბის დატოვება შეეძლო, თუ მის სანაცვლოდ, მინიმუმ, 75 მილიონ ევროს გადაიხდიდნენ. არადა, ერლინგი გაცილებით მეტი ღირს და კლუბები მზად იყვნენ, 100 მილიონიც კი გადაეხადათ, თუმცა სახელფასო ლიმიტის გამო, თავად მთამაშეს სოლიდურ ჯამაგირს ვერ სთავაზობდნენ. საბოლოო ჯამში, ამ რბოლაში, „მანჩესტერ სიტიმ“ იმარჯვა, „დორტმუნდს“ 75 მილიონი გადაუხადა და 1 ივნისს, ჰოლანდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ხელშეკრულების მიხედვით, ნორვეგიელი კვირაში, ხელფასის სახით, 440 ათას ევროს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წლიური ჯამაგირი 20 მილიონ ევროზე მეტი იქნება.