დაიწყო - ინსინე „ნაპოლის“ დაემშვიდობა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 

იტალიის ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფორვარდი, ლორენცო ინსინე კარიერას „ტორონტოში“ გააგრძელებს და ძალებს ამერიკის საფეხბურთო ლიგაში მოსინჯავს. ეს გადაწყვეტილება მან ერთადერთი მიზეზით მიიღო - მის ოჯახს შტატებში ცხოვრება სურს და თანაც, „ტორონტო“ იტალიელ ვარსკვლავს სოლიდურ ჯამაგირს გადაუხდის. სეზონის ბოლო შეხვედრა ინსინეს გუნდმა, „მარადონა არენაზე“, „ჯენოას“ წინააღმდეგ გამართა და 3:0 მოიგო. ერთი გოლი პენალტის ნიშნულიდან, სწორედ ლორენცომ გაიტანა, ნამატჩევს კი ღვაწლმოსილ კაპიტანს ფეხზე ათი ათასობით გულშემატკივარი წამოუდგა და ლორენცომაც ცრემლები ვერ შეიკავა.

ჩვენთვის კი ეს ამბავი საინტერესო ერთადერთი რამის გამოა - ლეგენდარული მოთამაშის შემცვლელად, „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია გადაიბირა და როცა ინსინეს აცილებდნენ, ითქვა, რომ ქართველის სახით, კლუბში მისი ღირსეული შემცვლელი მიდის. ჯერჯერობით, ყველაფერი გეგმის მიხედვითაა, ინსინემ გუნდი დატოვა, სეზონის დასრულების შემდეგ კი მისი ადგილი ხვიჩამ უნდა დაიკავოს - ფეხბურთელმა, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი მთავარ იმედად უყურებს.