ლევან კობიაშვილმა ფიფა-ს ლეგენდების მატჩში კანავაროსა და პუიოლის გუნდში ითამაშა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლიეტუვის ფეხბურთის ფედერაციის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად ბალტიისპირეთის ქვეყანაში ფიფა-ს ლეგენდების ნაკრები ლიეტუველ ვეტერანებს შეხვდა, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს გუნდის რიგებში კი ლევან კობიაშვილმა ითამაშა.

საზეიმო ღონისძიებაზე ლიეტუვაში ბევრი ცნობილი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო, ხოლო ლეგენდების გუნდის მწვრთნელი „ჩელსის“ ყოფილი დამრიგებელი ავრაამ გრანტი იყო.

ფიფა-ს ნაკრებში თამაშობდნენ: დიდა, ფაბიო კანავარო, მიშელ სალგადო, იური ჯორკაეფი, როკი ჯუნიორი, კრისტიან კარამბე, ვინსენტ კანდელა, ალდაირი, კარლეს პუიოლი, ხულიო სეზარი, უსინ ჰარია, რიკარდო კვარეზმა, ანტონიო ვალენსია, ესტებან კამბიასო, სერჟინიო, ნუნო გომეში.

ლეგენდების გუნდის ზოგიერთი წევრი კვირას ლიეტუვაში დარჩა და ქვეყნის თასის ფინალურ დაპირისპირებას დაესწრო.