„რეალმა“ მეასე ტიტული მოიგო

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მადრიდის „რეალმა“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მეხუთედ მოიგო. „სამეფო გუნდმა“ ფინალში არაბული „ალ ჰილალი“ 5:3 დაამარცხა და მუზეუმი ისტორიაში საიუბილეო, მეასე ტიტულით შეავსო. ზედ ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ კი გაირკვა, რომ გუნდის თავკაცს, კარლო ანჩელოტის სამუშაოს ბრაზილიის ნაკრები სთავაზობს და მთავარ მწვრთნელად ეპატიჟება.

„რადგან ამბავი ახმაურდა, ვიტყვი, რომ შეთავაზება მივიღე, მაგრამ უარი ვუთხარი. მე „რეალის“ მწვრთნელი ვარ და ამ გუნდში დავრჩები მანამ, სანამ არ გამიშვებენ. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და რაც მთავარია, „რეალი“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და სხვაგან წასვლაზე ფიქრი, ჩემი მხრიდან უბრალოდ სისულელე იქნება“,-განაცხადა ანჩელოტიმ, რომლის გუნდის, უდიდესი ალბათობით, წელს ესპანეთის ჩემპიონატს ვერ მოიგებს, რადგან „ბარსელონას“ კომფორტული უპირატესობა აქვს. ამიტომ, მადრიდელები მთელ აქცენტს ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთებენ.