ე.წ. ალპინიზმის ოსკარი - „ოქროს წერაყინი“ ქართველმა მთამსვლელებმა მიიღეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქართველმა მთამსვლელებმა „ოქროს წერაყინი“ (Piolets d'Or 2022) მიიღეს. ინფორმაცია დაჯილდოების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ე.წ. ალპინიზმის ოსკარი არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა პაკისტანში, სარაგრარის 7,300 მეტრის სიმაღლის აქამდე აუსვლელ ჩრდილო-დასავლეთ მწვერვალზე უმაღლესი სირთულის მარშრუტის დალაშქვრისთვის გადაეცათ.

 დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთში, 18-20 ნოემბერს ჩატარდება.

"ისეთი დილა გათენდა, ისეთი ბედნიერი და ამაყი ვარ
არ ვიცი საქართველოში მარტო ფეხბურთი,რაგბი და აშ. რატომ არის მოდაში და რატომ არ ადევნებენ თვალყურს ალპინიზმს.
იცით რა მოხდა? აი მსოფლიო თასი რომ მოგვეგო,დიახ მსოფლიო თასი ჩვენ ქართველებს.
აი ეს მსოფლიო ოქროს წერაყინი აიღეს ჩვენმა ალპინისტებმა არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა.
კიდევ ერთხელ კარგად,რომ გაიგოთ კიდევ დაგიკონკრეტებთ ჩათვალეთ ოსკარია ეს საქართველოსთვის.
წესით ახლა ყველა ეთერი ამას უნდა აშუქებდეს,წესით ყველა ქართველი კვარას ფოტოებს,რომ ვაზიარებთ მათ ფოტოებსაც დიდი სიამაყით უნდა ვაზიარებდეთ.
მსოფლიო ოქროს წერაყინი (ალპინიზმის ოსკარი) გადაეცათ არჩილ ბადრიაშვილს, გიორგი ტეფნაძეს და ბაქარ გელაშვილს პაკისტანში, აქამდე აუსვლელ მწვერვალ სარაგრარზე (Saraghrar Northwest 7,300m) უმაღლესი სირთულის მარშრუტის განხორციელებისთვის
დაჯილდოება იქნება საფრანგეთში. " - წერს სოციალურ ქსელში ნანიკო გრიგალაშვილი