პატარა ბორჯღალოსნებმა ევროპა ზედიზედ მეოთხედ მოიგეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

თბილისისა და რუსთავის სარაგბო სტადიონებზე, 18-წლამდელთა შორის, ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. მთავარ ფავორიტად საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები სახელდებოდა, რადგან ჩვენს გუნდს ზედიზედ სამჯერ ჰქონდა მოგებული კონტინენტის პირველობა.

პატარა ბორჯღალოსნებმა ფავორიტის სტატუსი სრულად გაამართლეს, ფინალამდე მარტივად მივიდნენ და იქ ტრადიციულ მეტოქეს, პროტუგალიას შეხვდნენ. წესითა და რიგით, მატჩი დაძაბული უნდა გამომდგარიყო, თუმცა ქართველებმა მე ტოქეს შანსი არ დაუტოვეს და საბოლოო ჯამში, 34:10 იმარჯვეს. ზედიზედ მეოთხედ მოგებული ევროპირველობის შემდეგ, კდიევ უფრო განმტკიცდა მოსაზრება, რომ საქართველო ტოპ-ნაკრებებთან სათამაშოდ მზად არის და ევროპული რაგბის მამები უნდა დაფიქრდნენ, ჩვენს ქვეყანას უძლერესთა შორის ასპარეზობის უფლება მიეცეს.