მეფე და დედოფალი - პელე ელისაბედ II-ს დაემშვიდობა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფეხბურთის მეფედ აღიარებული პელე, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე, დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალებას გამოეხმაურა. 1966 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატი ინგლისში გაიმართა და რა თქმა უნდა, მაშნ თამაშებს ელისაბედ II-ც ესწრებოდა, თუმცა იმ მუნდიალზე, პელემ უმძიმესი ტრავმა მიიღო და მათი შეხვედრა ვერ შედგა. სამაგიეროდ, 2 წლის შემდეგ, დედოფალი ბრაზილიაში ჩავიდა და გადავსებულ „მარაკანაზე“ პელეს ხელი ჩამოართვა.

ცნობისთვის, 1997 წელს, ელისაბედ II-მ პელე რაინდად აკურთხა და ასეთი პატივი სულ ოთხ უცხოელ ფეხბურთელს ხვდა წილად. პელეს გარდა, ელისაბედ II-მ რაინდად ნაილ ქუინსი (ირლანდია), პეტერ შმეიხელი (დანია) და ჯანფრანკო ძოლა (იტალია) აკურთხა. პელეს გარდა, თითოეულ მათგანს ტიტული ინგლისურ ფეხბურთში შეტანილი წვლილისთვის ერგო.