დიდი გარიგება - მაურინიო პსჟ-ში

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიურმა „რომამ“, არსებობის ისტორიაში, ევროტურნირი წელს პირველად მოიგო. ეს კი ჟოზე მაურინიოს ხელში მოახერხა - კონფერენს-ლიგის გამარჯვებული გახდა. ახლა პორტუგალიელი სპეციალისტი იტალიის დედაქალაქში მთავარი კაცია, მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ის გუნდიდან წავიდეს. საქმე ის გახლავთ, რომ ჟოზეს ფრანგული პსჟ ეპატიჟება. კლუბის არაბი შეიხები მილიარდებს ხარჯავენ იმისთვის, რომ როგორმე ფრანგულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოდის. ამჟამად პარიზელებს მაურისიო პოჩეტინო წვრთნის, თუმცა მასთან კონტრაქტის გაწყვეტა დღეების ამბავია. შეიხებს გუნდის თავკაცად ზინედინ ზიდანი სურდათ, თუმცა ფრანგმა შეთავაზება უარყო და ახლა მზერა მაურინიოს მიაპყრეს.

„ჯერ შვებულება მაქვს და ვისვენებ, საქმეებზე მერე ვისაუბროთ“, - ასეთი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა მაურინიო, მაგრამ ევროპული მედია წერს, პორტუგალიელის აგენტი არ ისვენებს და არაბ შეიხებს ყოველდღე ხვდებაო.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე