ბათუმის „დინაამო“ საქართველოს ჩემპიონია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არსებობის ისტორიააში პირველად, ბათუმის „დინამომ“ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი მოიგო. ეროვნული ლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ბათუმელები თბილისის „დინამოს“ 5 ქულით უსწრებდნენ და ერთი მოგებაც საკმარისი იყო ჩემპიონობის გასანაღდებლად, თუმცა აჭარლების საქმე თბილისურმა კლუბმა გააკეთა - ბოლოსწინა ტურში, კახი ცხადაძის შეგირდებმა უმაღლესი ლიგიდან უკვე გავარდნილ „სამტრედიას“ ვერ მოუგეს და ერთი ტურით ადრე, მეტოქესთან სხვაობა 4 ქულა გახდა, რაც ავტომატურად ნიშნავდა იმას, რომ ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ გახდა.

აჭარაში ზეიმის ფონზე, პრესკონფერენცია გამართა თბილისური კლუბის თავკაცმა და ისე ჩანსს, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში სერიოზული წმენდა დაიწყება.

„ბევრი ფეხბურთელი დატოვებს თბილისის „დინამოს“. ასე გაგრძელება შეუძლებელია! ბევრი მათგანი კომფორტულად გრძნობდა თავს. თამაშობა გუნდი კარგად თუ არა, ჰქონდა გუნდს შედეგი თუ არა, ყველასთან სრულდებოდა კონტრაქტის პირობები. შეიძლება ტექნიკური წუნი გქონდეს, პასი არ გამოგივიდეს, მაგრამ მონდომება და თავდადება ყველა თამაშში მნიშვნელოვანია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ - ზომები იქნება მკაცრი“,-განაცხადა ცხადაძემ.

რაც შეეხება ბათუმურ კლუბს, მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ღირსებას სწორედ გია გეგუჩაძის შეგირდები დაიცავენ. მოგეხსენებათ, გეგუჩაძე ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც 2004 წელს ევრთასების ჯგუფურ ეტაპზე მოახერხა ქართული კლუბის გაყვანა და ეს მაშინ ბადრი პატარკაციშვილის „დინამოსთან“ ერთად შეძლო. ღმერთმა ქნას, მას იგივე ბათუმშიც გამოუვიდეს.