მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა მეთხუთმეტედ მოიგო

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლონდონში, უემბლის სტადიონზე, 2023/2024 წლის სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის „რეალმა“ დორტმუნდის „ბორუსია“ 2:0 დაამარცხა.

ფინალური მატჩის პირველი ტაიმი „ბორუსიამ“ მაღალ დონეზე ჩაატარა, რამდენიმე მომენტიც ჰქონდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმში „რეალი“ ძალიან გააქტიურდა და სათამაშო უპირატესობა მოიპოვა. 74-ე წუთზე, ტონი კროოსის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ გოლი დანიელ კარვახალმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ კროოსისთვის ეს უკანასკნელი მატჩი იყო საკლუბო ფეხბურთში.

მეორე გოლი ვინისიუს ჟუნიორის ანგარიშზეა, მან დორტმუნდელთა კარი 83-ე წუთზე ჯუდ ბელინგემის გადაცემის შემდეგ აიღო.

ესპანური ფეხბურთის გრანდმა ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეთხუთმეტედ მოიგო და უახლოეს მდევარს, „მილანს“ რვა ტიტულით ასწრებს.