7 თებერვალს, 15.00 საათზე, მთელი საქართველო, დიდი ალბათობით, ტელევიზორს ორი საათით მიეჯაჭვება. რაგბი ევროპის 2020 წლის მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის პანდემიის გამო გადაიდო და ახლა ტარდება. სუფთა სპორტული თვალსაზრისით, რა შედეგითაც უნდა დასრულდეს შეხვედრა, 2020 წლის რაგბი-ევროპა საქართველოს მოგებული აქვს, მაგრამ როცა მეტოქე რუსეთია...
რუსეთის ნაკრები ამ შეხვედრისთვის ზედმეტად სერიოზულადაც კი ემზადება. ნაკრებს მთავარ მწვრთნელად ახალზელანდიელი ლინ ჯონსი ჰყავს და სწორედ ის ამბობს, რომ ქართველების დამარცხება შესაძლებელია. მისივე აზრით, მთავარი პრობლემა რუსებს ფსიქოლოგიაში აქვთ. საქართველო და რუსეთი ერთპამეთს პირველად 1993 წელს შეხვდნენ და მაშინ რუსებმა 15:9 იმარჯვეს. ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როცა რუსებმა საქართველოსთან მოგებით გაიხარეს. მას შემდეგ 22 მატჩი ჩატარდა, ერთადერთი შეხვედრა დასრულდა ფრედ, დანარჩენში კი საქართველომ იმარჯვა. „ბორჯღალოსნებს“ ზედიზედ 18 მატჩი აქვთ მოგებული და რაღა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური პრობლემა რუსებს აუცილებლად ექნებათ.
ჯონსმა რუსეთში მოთამაშე ქართველი ლეგიონერებისგან გუნდი გააკეთა და რუსეთის ნაკრები გააჯიბრა, ქართველთა პლუს-მინუსები რომ უკეთ გაეგო. ჰოდა, ახლა ახალზელანდიელი სპეციალისტი რუსულ მედიას ეუბნება, თუ საქართველოს დავამარცხებ, პუტინმა ეროვნული გმირის ორდენი უნდა მომცესო.
მოკლედ, 7 თებერვალს, 15.00 საათზე...ბათო ჯაფარიძე
ულტიმატიმი პუტინს - უცხოელი მწვრთნელი ქართველთა დამარცხების სანაცლოდ გმირის ორდენს ითხოვს
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი