ჭიკაძე მძიმე ბრძოლაში დამარცხდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

UFC-ის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე კელვინ კატართან ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯთა ერთობლივი გადაწყვეტილებით დამარცხდა (50:45, 50:45, 50:44). ბრძოლა 25 წუთი გაგრძელდა და კატარმა ქულებით გაიმარჯვა. ეს მისი მე-7 მოგებაა UFC-ში. ეს ჭიკაძესთვის UFC-ში პირველი მარცხი იყო და ვაღიაროთ, რომ მსაჯების მიმართ პრეტენზიები არ უნდა გვქონდეს - პირველი რაუნდის შემდეგ, ჭიკაძე თითქოს დაიღალა. სავარაუდოდ, გიგა თავად იტყვის, რა იყო დაღლის მიზეზი და გახლდათ თუ არა ბოლომდე მზად ამ ბრძლისთვის, მაგრამ იმის თქმა კი ახლავე შეიძლება, რომ გიგასთვის სატიტულო ბრძოლამ გადაიწია. ამ ორთაბრძოლის მოგების შემთხვევაში, ქართველს ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, ქამრისთვის და ჩემპიონობისთვის ეჩხუბა, თუმცა...

„ღონისძიების მთავარი ბრძოლა იყო, წელი ახლა დაიწყო და უკვე წლის საუკეთესო ბრძოლის კანდიდატია. საოცარი ბრძოლა შედა, ამ შეხვედრამ ყველას დაავიწყა კატარისა და მაქს ჰოლოუეის ჩხუბი. დღევანდელი ბრძოლის ბედი კატარის მიერ ბრუნში, იდაყვით შესრულებულმა დარტყმამ გადაწყვიტა“,-განაცხადა UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა.