მესის კონტრაქტი გასაჯაროვდა – 555 მილიონი ევრო!

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2017 წელს, ლიონელ მესიმ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი ოთხი წლით გაახანგრძლივა. მაშინ ითქვა, რომ კატალონიურმა გრანდმა ლეოს უპრეცედენტო ხელშეკრულება გაუფორმა, თუმცა კონფიდენციალურობის გამო, კონკრეტულ ციფრებს არავინ ამბობდა. ახლა კი, კონტრაქტი El Mundo-მ გაასაჯაროვა.
„ხელშეკრულების მიხედვით, ოთხ წელიწადში, ლიონელმა 555 237 619 ევრო უნდა მიიღოს ანუ ნახევარ მილიარდზე მეტი. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა „ბარსელონას“ გაკოტრების ზღვარზე მისვლის მიზეზი“, – დაწერა გამოცემამ.

„ბარსელონამ“ კონფიდენციალური კონტრაქტის გასაჯაროვების გამო, El Mundo-ს უკვე უჩივლა, მესიმ კი თავად „ბარსას“ უჩივლა და იმ ადამიანის დასჯა მოითხოვა, რომელმაც ხელშეკრულება გაასაჯაროვა.
ისე, არავინ დაობს, რომ მესი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ... ოთხ წელიწადში, ნახევარ მილიარდ ევროზე მეტი ძალიან, ძალიან ბევრია.