სერხიო რამოსი „რეალიდან“ მიდის

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მადრიდის „რეალი“ და მისი კაპიტანი, სერხიო რამოსი ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან. საქმე ის გახლავთ, რომ „სამეფო გუნდი“ 30 წელს გადაცილებულ მოთამაშეებს კონტრაქტს მხოლოდ ერთი წლით უგრძელებს, რამოსს კი, მინიმუმ, ორწლიანი გარანტირებული სამუშაო სჭირდება, თანაც ისე, რომ მის წლიურ ჯამაგირს – 9 მილიონ ევროს არაფერი მოაკლდეს.
ესპანელ მცველს კონტრაქტი უკვე შესთავაზა რამდენიმე აზიურმა კლუბმა და ფრანგულმა პსჟ-მ, თუმცა კლიმატის რადიკალურად გამოცვლა თავად ფეხბურთელს არ სურს, ამიტომ ცდილობს, კარიერა ნისლიან ალბიონზე გააგრძელოს. ესპანელის აზრით, ინგლისისა და ესპანეთის კლიმატი ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ჰოდა, დიდი ალბათობით, რამოსი კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს. მისი ძმა, რენე რამოსი, რომელიც ამავდროულად, ფეხბურთელის აგენტია, მანჩესტერს მიმდინარე კვირაში ეწვევა და ძმის ახალი კონტრაქტის დეტალებს შეათანხმებს.