დაუჯერებელი ამბავი - „დინამოდან“ „ბაიერნში“

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დიდი ხანია, მიუნხენის „ბაიერნი“ მსოფლიოს უძლიერეს კლუბთა ხუთეულში შედის. გერმანული მანქანა იმ გრანდთა რიცხვს განეკუთვნება, სადაც მოხვედრა და თამაში ნებისმიერის ოცნებაა. ჰოდა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დაემართებოდა 17 წლის ლუკა პარკაძეს, როცა მაგიდაზე ხელმოსაწერად კონტრაქტი დაუდეს და ის მომდევნო ხუთი წლით, სწორედ „ბაიერნის“ საკუთრებაა. 17 წლის ლუკა თბილისის „დინამოში“ ირიცხება და გერმანულ გრანდს მომავალი ზაფხულიდან შეუერთდება, თუმცა კონტრაქტი უკვე ხელმოწერილია და პარკაძე ოფიციალურად „რეკორდმაისტერის“ ფეხბურთელია.

„პარკაძეს დიდი ხანია ვიცნობთ და ჩვენი სკაუტები მას ყურადღებით აკვირდებოდნენ. მან „ბაიერნში“ განვლილ სინჯებზეც კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ამიტომაც, ძალიან გვიხარია, რომ მისი გაფორმება მოვახერხეთ. მადლობა, თბილისის „დინამოს“, ასეთი ფეხბურთელი აღზრდისთვის“, - ეს განცხადება „ბაიერნის“ საფეხბურთო აკადემიის მენეჯერმა, იოხენ ზაუერმა გააკეთა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე